თოხი: განსხვავება გადახედვებს შორის

7 ბაიტი დაემატა ,  8 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[File:Peasant in the vegetable garden.JPG|thumb|გლეხი იყენებს თოხს]]
'''თოხი''' — მიწის სათოხნი ბრტყელპირიანი [[რკინა|რკინის]] იარაღი. გამოიყენება [[სოფლის მეურნეობა]]ში. დანიშნულების მიხედვით იყო საღომე, სასიმინდე, სავენახე, საბოსტნე და სხვა. თოხებს სხავადასხვა სახელი ერქვა: კეკო, ბრტყელი, ლინგა, ყუიანი, ყუნწიანი, მხრებიანი, მხრებდაქნილი, ჩეკია და სხვა. [[საქართველო]]ში უფრო ორი ტიპის თოხს ხმარობნენხმარობდნენ — მხრებდაქნილს („იმერული“) და ბრტყელს, ოთხკუთხას („ქართული“).
 
[[ნიადაგი]]ს დამუშავებას იწყებდნენ თოხით, მიწას თოხნიდნენ, აფხვიერებდნენ და სარეველა ბალახისგან, მავნე [[პარაზიტი|პარაზიტებისგან]] ასუფთავებდნენ.
== ისტორია ==
 
არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილ მასალაში თოხი უძველესი დროიდან ჩანს. [[ენეოლითის ხანა]]ში ამ მიზნით ცხოველთა ლულოვან ძვლებს და რქებს იყენებდნენ. [[ბრინჯაოს ხანა]]ში კი გაჩნდა ლითონის[[ლითონი]]ს თოხების ნაირსახეობა.<ref>[http://commons.wikimedia.org/wiki/File:RomanHoeBlade.jpg 2000 წლის წინანდელი რკინის თოხი.]</ref>
 
ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულში ბრინჯაოს თოხების და სამეურნეო დანიშნულების სეგმენტური იარაღი [[კოლხეთი]]დან დიდი რაოდენობით გადიოდა აღმოსავლეთ საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ვოგისპირეთში. ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში ბრინჯაოს თოხებთან ერთად ხმარობდნენ რკინის თოხებსა.