გილიოტინა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.1) (ბოტის შეცვლა: th:กิโยตีน)
[[ფაილი:Guillotine model 1792.jpg|right|150px|thumb|გილიოტინა]]
'''გილიოტინა''' ''({{lang-fr|Guillotine}})'' - სიკვდილით დასჯის იარაღი. შემოიღეს [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] დროს ეგრეთწოდებული ''რევოლუციის მტრების'' დასასჯელად. სწორედ გილიოტინით დასაჯეს საფრანგეთის მეფე [[ლუი XVI]]. სავარაუდოდ მხოლოდ ამ პერიოდში 35 ათასი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით გილიოტინის მეშვეობით. გილიოტინის მასიური გამოყენება უკავშირდება [[მაქსიმილიან რობესპიერი]]ს სახელს და მის მიერ დამყარებულ [[საფრანგეთის რევოლუცია#"დიდი ტერორი"|დიდ ტერორს]]. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ თავად რობესპიერიც გილიოტინით დასაჯეს. მსგავსი მექანიზმით მოქმედ მანქანას მანამდეც იყენებდნენ [[შოტლანდია]]სა და [[ირლანდია]]ში. XVIII საუკუნის ბოლოს კი ფრანგი ექიმის [[ჯოზეფ გილიოტინი]]ს წინადადებით მისი გამოყენება დაიწყეს საფრანგეთში. ის წარმოადგენს კადონით დამაგრებულ ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთა შორის სამკუთხედის ფორმის მოძრავი ბასრი ნაჯახის პირია ჩასმული. ნაჯახი მთელი ძალით ეცემა და თავს კვეთს მსჯავრდებულს.
 
გილიოტინა ერთ-ერთი სიმბოლოა საფრანგეთის რევოლუციისა და მისი სისასტიკის. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ის ხმარებიდან არ ამოუღიათ. მისი მეშვეობით სიკვდილმისჯილების დასჯა რამდენიმე ქვეყანაში კიდევ მიმდინარეობდა.