მორძგვეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
31.192.6.5-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 7:
|პანორამა =
|პანორამის სიგანე =
|წარწერა =
|წარწერა = სოფელ მორძგვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება მდ. ყვირილას ხეობა და სოფელი სალიეთი. სამხრეთით ესაზღვრება მდინარე საძალიხევის ქვემო წელის ხეობა. დასავლეთით ესაზღვრება მდინარე ყვრილას ხეობა და კაცხის თემის სოფელი ჯოყოეთი, უკიდურეს ჩ-დ ნაწილში. აღმოსავლეთით ესაზღვრება პერევისის თე-მის სოფელი სკინდორი და სოფელი სალიეთი, უკიდურეს ჩ-აღ ნაწილში. მორძგვეთის ყველაზე დაბა-ლი წერტილი მდებარეობს მდ. ყვირილას ხეობაში, მარცხენა მხარეს, მდ. საძალიხევის შესართავთან სოფელ ჯოყოეთის საზღვართან, სოფლის უკიდურეს ს-დ ტერიტორიაზე, სიმაღლე ზღვის დონიდან 290 მეტრია, ხოლო ყველაზე მაღალი ადგილია მორძგვეთის უკიდურეს ს-აღ ნაწილში სიმაღლე ზღვის დონიდან 645 მეტრია, საზღვარი სოფელ სკინდორთან, მდ. მდ. ყვირილას და საძალიხევის აუზის წყალგამყოფი, გეოდეზიური ტრიანგულაციის წერტილი. სოფელ მორძგვეთის ცენტრის (მორ-ძგვეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორია) სიმაღლე ზღვის დონიდან 350 მ. მორძგვეთიი ჩრდილოეთი-დან სამხრეთისაკენ ვრცელდება (ტყის ჩათვლით) საშუალოდ 3-3,5 კმ, ხოლო დასავლეთიდან-აღმო-სავლეთისაკენ 3-3,5 კმ–ზე.
სოფელი მორძგვეთი შედის კაცხის თემში, მანძილი ქ. ჭიათურამდე 6 კმ (მდ. ყვირილას ხეობაში არსებული თირის გზის გავლით), ხოლო საკრებულოს ცენტრამდე, სოფ. კაცხამდე (სოფ. სალიეთის გავლით) 5 კმ, უახლოეს რკინიგზის სადგურამდე _ სალიეთამდე მანძილი 2 კმ-ია, სოფლის ფართობი 900 კმ2, სოფელ მორძგვეთში დღეისათვის ცხოვრობს 187 კომლი, 522 სულით, სოფლის მოსახლეობა ბოლო 40 წლის განმავლობაში შემცირდა 11 მაცხოვრებლით, 1970 წელს ცხოვრობდა 533 მაცხოვ-რებელი, 1980 წელს 515, 1989 წელს 434, 1999 წელს 176 კომლი 488 მაცხოვრებელი, 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი 496 მაცხოვრებელი იყო. სოფელში ფუნციონირებს მორძგვეთის საბაზო სკოლა, სადაც მოსწავლეების რაოდენობა- 30, მასწავლებელთა რაოდენობა -13, მათ შორის ქალი - 11, მასწ. საათები კვირაში – 193, ხოლო საშუალო სკოლა ფუნქციონირებს სოფელ კაცხში, მანძილი კაცხის საჯარო სკოლამდე 5 კმ.
გავრცელებული გვარებია: კაპანაძე, აბუთიძე, ღვალაძე, ლაბაძე, ცერცვაძე, ჭაუჭიძე, ქარქუსოვი.
სოფლის სახელწოდების წარმომავლობის შესახებ ვერანაირაი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, სოფ-ლის ტერიტორიაზე, უკიდურეს დასავლეთ პერიფერიაზე არის სოფლის ეკლესია, რომელიც საჭიროებს რესტავრაციას, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება ტურისტული ბანაკის მოწყობა, მდინა-რე ყვირილას მარცხენა მხარეზე, ეს ადგილები არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და-სახლებულ ადგილებს შორის ყველაზე დაბლა მდებარე ადგილი (ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტო-რიაზე ყველაზე დაბალი წერტილი მდებარეობს დაახლოებით 3 კმ მოშორებით დასავლეთით, მდინა-რე ყვირილასა და კაცხურას შესართავთან სოფ. ჯოყოეთის სამხრეთით.
მორძგვეთს სამხრეთით ესაზღვრება საკმაოდ ვრცელი ტყის მასივი რომელიც მდიდარია სოკოებით, როგორიცაა: ნიყვი, მჭადა, ჭეჭკეტა, ქათამბარკალა, არყა (იმერულ დიალექტზე ვარყა), ქამა, წე-რეწო, მანჭკვალა, მტრედიო, დედაბერა, წითელა. აქედან მჭადა და ჭეჭკეტა ერთი ოჯახის სოკოა. პრაქტიკულად ერთნაირია. ასეთივეა _ ქათამბარკალა, მიქლიო, მელისკუდა. ქათამბარკალა რაჭვე-ლებმა დაარქვეს, რადგან გემოთი შემწვარი ქათმის ბარკლის გემოს მიამსგავსეს. არყა სოკო _ საუ-კეთესოა წვნიანი, ტომატიანი კერძის მოსამზადებლად. ქამა _ მინდვრის სოკო. ყველაზე მეტად სო-ფელ მორძგვეთში გავრცელებულია სოკო მანჭკვალა. ისევე, როგორც ზემო იმერეთის ტერიტორიაზე, კარგად ხარობს მარადმწვანე მცენარე დაფნა (Lაურუს), მცენარეთა გვარი დაფნისებრთა ოჯახისა. რომელიც ხეშეშ-ფოთლოვანი ორსახლიანი ხეები ან ბუჩქებია. აქვს ქოლგისებრ ყვავილედად შეკრები-ლი მომწვანო-ყვითელი ყვავილები, მოლურჯო-შავი კურკიანი ნაყოფი. შეიცავს 2 სახეობას, რომლე-ბიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში: 1. კეთილშობილი (ჩვეულებრივი) დაფნა ტანდაბა-ლი, 2-12 (ზოგჯერ 20 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. ველურად იზრდება (ან გაველურებულია) კოლხეთსა და სამხრეთ ყირიმში, ზღვის დონიდან მ-მდე სიმაღლეზე, სუბტროპიკული ტენიანი და მშრალი ჰავის პირობებში, ჩვეულებრივ კირქვიან ნიადაგზე. ზოგჯერ ქმნის წმინდა კორომს. კულტი-ვირებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, საქართველოში (ძირითადად კოლხეთში, სა-დაც გაშენებულია დაფნის პლანტაციები) და სამხრეთ ყირიმში. გვალვაგამძლეა. კარგად ხარობს ნე-შომპალაკარბონატულ დაწრეტილ ნიადაგზე და ვერ იტანს მის დამლაშებას. სინათლის მოყვარუ-ლია, თუმცა სუსტი დაჩრდილვა არ ვნებს. უძლებს - 16-17°-მდე ყინვას. მრავლდება თესლით, კალ-მით (სათბურში) და გადაწვენით (ზაფხულში). ითესება შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. აღმოცე-ნების პერიოდი გრძელდება 46-81 დღე. ყვავილობს აპრილში, ნაყოფი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდე-ბა. უხვად იკეთებს ძირკვიდან ამონაყარს, ფოთოლს ორ წელიწადში ერთხელ აგროვებენ. 1 ჰა-დან იძლევა საშუალოდ 1-1,2 ტ მოსავალს. ხმარობენ სუნელ-სანელებლად. საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობასა და კულინარიაში. მისი ნაყოფის ზეთი სამკურნალოა. მერქანი გამძლე და დრეკადია (აკეთებენ ძვირფას ავეჯს, სხვადასხვა წვრილმან ნივთებს). დაფნა დეკორატიულია, კარგად იტანს კრეჭას. იყენებენ ცოცხალ ღობედ და ბორდიურად. დაფნის გვირგვინი და ტოტი ძველთაგანვე დიდე-ბისა და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლებოდა; 2. აზორის დაფნა. მოშენებულია საქართველოს ზოგ ბაღ-პარკშიც. ნაკლებ ყინვაგამძლეა, სოფელში აგრეთვე გავრცელებულია სხვადასხვა სახეობის ხი-ლის ჯიში
|დროშა =
|გერბი =
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორძგვეთი“-დან