თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 49:
=== რეკონსტრუქცია ხანძრის შემდეგ ===
[[ფაილი:burned Tbilisi opera.jpg|thumb|left|დამწვარი ოპერა]]
ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა (არქიტექტორები — მეძმარიაშვილი, ჩაჩანიძე). რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება, რომელსაც ქმნის ისრული თაღები, დეკორატიული კოშკურები, სტალაქტიკური მორთულობა, ორნამენტული მოტივები და ა. შ; შენარჩუნდა შენობის წინა ფასადი. ცვლილება განიცადა გვერდითმა ფასადებმა, ზოგ ადგილას დაემატა ერთი სართული. განსაკუთრებით შეიცვალა და გაიზარდა სცენის ნაწილი, საფუძვლიანად შეიცვალა მაყურებელთა დარბაზის ფორმა და იერსახე. თეატრის მაყურებელთა დარბაზი 1065 მაყურებელს იტევს. სცენის პორტალის ზომებია 16x10 მ. სცენას აქვს 4 მოძრავი ბაქანი. თეატრში ექვსი სარეპეტიციო დარბაზია, მათ შორის სამი საბალეტო, ორი საოპერო და ერთი — ორკესტრისთვის. საორკესტრო ორმოს კონსტრუქცია ასაწევ-დასაწევი იატაკით სიმფონიური კონცერტების ჩატარების საშუალებას იძლევა. თეატრის ფოიეში მდებარეობს შესანიშნავი დარბაზები, ე. წ. წითელი დარბაზი და სარკეებიანი დარბაზები, სადაც შეიძლება კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა.<br />
2010 წ. თეატრის შენობამ ხელახლა განიცადა რეკონსტრუქცია. გვერდით ფასადებზე დაშენებული მესამე სართული გადაკეთდა ღია გალერეებად.ასევე განხორციელდა სხვა ცვლილებები.