გადასახადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გადასახადი''' — თანხაა, რომელსაც კერძო პირი და საწარმო უხდიანუხდის სახელმწიფოს. აკრეფილი გადასახადები ისეთ რაიმეზე იხარჯება, რაც მთელი ქვეყნისთვის სასარგებლოა, მაგალითად, [[თავდაცვა]], [[არმია]], საზღვაო და საჰაერო ფლოტი, [[ჯანდაცვა]], [[განათლება]] და [[გზა|გზები]]. ერთ-ერთი ძირითადი გადასახადი საშემოსავლო გადასახადია. მოსახლეობამ თავისი შემოსავალის(გამომუშავებული ფულის) გარკვეული [[პროცენტი]] სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს. დიდი შემოსავლის მოქნე ადამიანი მეტ საშემოსავლო გადასახადს იხდის. [[კომპანია]] მოგებული თანხის შესაბამის პროცენტს უხდის [[სახელმწიფო]]ს. ეს იმ პირდაპირი გადასახადების მაგალითია, რომელიც სავალდებულია კერძო პირისა და საწარმოსათვის. პირდაპირი გადასახადით შეიძლება დაიბეგროს მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც.
 
არსებობს გადასახადები, რომლებიც საქონლისა და მომსახურების ფასს ემატება. [[ევროპა]]ში ამგვარი გადასახადის ძირითადი სახეობა დამატებითი ღირებულების გადასახადია ([[დღგ]]), ხოლო აშშ-ში — ბრუნვის გადასახადი. ასეთი გადასახადები, რომლებსაც ირიბი გადასახადები ჰქვია, ხარჯებს ბეგრავს და არა შემოსავალს. ირიბი გადასახადების მეშვეობით შესაძლოა ადამინის ქცევა შეიცვალოს. მაგალითად, თუ მთავრობას, გარემოს დაბინძურებასთან საბრძოლველად, სურს, რომ მძღოლებმა არაეთილირებული ბენზინი მოიხმარონ, იგი ეთილირებულ ბენზინზე დაწასებულ გადასახადს გაზრდის, ხოლო თუ იმით არის დაინტერესებული, რომ მოსახლეობა თამბაქოს წევას გადააჩვიოს, თამბაქოს ნაწარმზე გაზრდის გადასახადს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გადასახადი“-დან