დემონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''დემონები''' — ღვთაებრივ არსებათა გარკვეული ჯგუფი, სულები, რომლებიც ღმერთებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ როგორც ღმერთებს, არ ჰქონდათ [[ადამიანი]]ს გარეგნობა. ძველად ადამიანები ყოველგვარ ბუნებრივ მოვლენას, რომლის ახსნაც მათ არ შეეძლოთ, დემონებს მიაწერდნენ. [[ჰომეროსი|ჰომეროსის]] მიხედვით, ყოველგვარი აუხსნელი, გაუგებარი თუ საოცარი მოვლენა „დემონურია“. დემონებითაა აღსავსე მთელი სამყარო და ადამიანთა ცხოვრება. გარკვეული, განსაკუთრებული ზღვარი დემონებსა, [[ღმერთი|ღმერთებსა]] და [[გმირი|გმირებს]] შორის არ არსებობდა. ხშირად დემონები გარკვეული ხნის შემდეგ ღმერთებად იქცეოდნენ ხოლმე და პირიქით, ღმერთებიც იქცეოდნენ ხოლმე გმირებად და დემონებად.
 
[[ჰომეროსი]]ს მიხედვით, დემონები თითქოს მტრულ დამოკიდებულებაში არიან ადამიანებთან. ხშირად ისინი [[ადამიანი|ადამიანს]] ართმევენ გონებას, ზოგჯერ აბრმავაბენ და სხვა. მოგვიანებით განასხვავებდნენ კეთილსა და ბოროტ დემონებს. ბერძენი იდეალისტი [[ფილოსოფოსი|ფილოსოფოსების]] მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე ჰყავს საკუთარი დემონი, რომელიც განაგებს მის ყოველგვარ ცხოვრებას. შემდეგ [[ბერძნები|ბერძნები]] დემონებს უწოდებდნენ რაღაც ზებუნებრივ ძალებს, რომელთა კულტი არ არსებობდა. [[რომი|რომში]] დემონები [[გენიუსი|გენიუსთან]] გააიგივეს. [[ოლიმპიური რელიგია|ოლიმპიური რელიგიის]] დამხობის შემდეგ მრავალ ხალხში დარჩა წარმოდგენები დემონების შესახებ. [[ქრისტიანული რელიგია|ქრისტიანულმა რელიგიამ ]] დემონები ბოროტ არსებად მიიჩნია.
 
==ლიტერატურა ==
 
1. *''მითოლოგიური ლექსიკონი (შეადგინა ნოდარ გაფრინდაშვილმა) რედაქტორი: აკაკი ურუშაძე. გამომცემლობა "განათლება"„განათლება“. თბილისი., [[1972]].''
 
[[კატეგორია:დემონოლოგია]]
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დემონი“-დან