კაზრეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up using AWB
ხაზი 58:
|add1=
}}
'''კაზრეთი''' — [[დაბა]] [[ქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლის მხარის]] [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი|ბოლნისის მუნიციპალიტეტში]].<ref>[http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=q-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0---0---0prompt-10-TX--4----Sec---0-1l--11-ka-50---20-about-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98--00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&srp=0&srn=0&cl=search&d=HASH01889d217d31c1f4e7f8ebb0.2 საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები]</ref> მდებარეობს [[მდინარე]] [[მაშავერა|მაშავერის]] ხეობაში ([[ხრამი]]ს მარჯვენა შენაკადი). [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 680 [[მეტრი|მეტრზე]], ბოლნისიდან დაშორებულია 18 [[კილომეტრი]]თ. რკინიგზის სადგური (თბილის-ერევნის სარკინიგზო ხაზს უკავშირდება მარნეულ-კაზრეთის განშტოებით). დაბის სტატუსი მიენიჭა [[1965]] წელს. [[2002]] წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1023 კაცი.<ref>[http://pop-stat.mashke.org/georgia-census.htm 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მასალებიმონაცემები]</ref> ცნობილია სამთო-გამამდიდრებელი კომბინატით, რომელიც 1972 წელს აშენდა.
 
1970-1976 წლებში კაზრეთსა და მის მიდამოებში აღმოჩნდა (ხელმძღვანელი მ. სინაურიძე) არქეოლოგიური ძეგლები:
ხაზი 69:
*მდინარე კაზრეთის მარჯვენა ნაპირზე პატარა ეკლესიის გათხრების დროს იპოვეს V-VII საუკუნეების სტელები, ჯვრები და XVI-XVII საუკუნეების სამაროვანი
 
*წითელი ტუფის ორფერდა სახურავით გადახურული ფეოდალური ხანის ქვიშაქვის სარკოფაგი სოფ. ბალიჭში (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე) . გულაღმა ჩასვენებულ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა რკინისღეროიანი [[ოქრო]]ს [[საკინძი]] და ოქროს ბეჭედი. სარკოფაგის ჩრდილოეთით აღმოჩნდა 11 ქვის სამარხი, მიცვალებულები იწვნენ გულაღმა უინვენტაროდ. სარკოფის დასავლეთით ნაპოვნია მასიური კედლების ნანგრევები, V-VII საუკუნეების მოჩუქურთმებული ჯვრებისა და ადრინდელი ფეოდალური ხანის კერამიკის ნაშთები.
 
სოფელში ზედაპირულად აიკრიფა XI-XIII საუკუნეების კერამიკა. სოფლის აღმოსავლეთით ადგილ „სიპქვიებზე“ გამოვლინდა (ხელმძღვანელი მ. სინაურიძე) შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) სამარხები, რომელშიც შავპრიალა კერამიკა აღმოჩნდა.
ხაზი 87:
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
 
{{ბოლნისის მუნიციპალიტეტი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაზრეთი“-დან