მართლმადიდებლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 62:
მართმადიდებლური მოძღვრებით, ძირითადი დაყოფა, რომელშიც დევს ქმნილი ყოფიერების მთელი რეალურობა, ესაა ურთიერთდაპირისპირებულობა ღმერთსა და ქმნილი სამყაროს ერთობლიობას შორის, ესაა დაყოფა ქმნილებად და უქმნელებად(არაქმნილებად).
შემდგომ, ქმნილი ბუნება იყოფა ზეციურად და მიწიერად, გონებაჭვრეტითად და გრძნობადად.
გრძნობად სამყაროში ზეცა გაყოფილია მიწისგან. მის ზედაპირზე გამოყოფილია სამითხე და ბოლოს სამოთხეში მობინადრე ადამიანი იყოფა ორ სქესად: მამაკაცად და დედაკაცად<ref>შესაქმის ეს ეპიზოდი (ადამიანთა მოდგმის მამაკაცად და დედაკაცად გაყოფა), რიგ ღვთისმეტყველთა შორის წარმოშობდა კითხვას: ხომ არ წარმოადგენდა ჯერ კიდევ სამოთხეში დედაკაცის შექმნა, რამაც ის ბიოლოგიური პირობები გამოიწვია(რომელიც განუყრელ კავშირშია ყოფიერების ბოლოვადობასთან), – ადამიანის პოტენციური უკვდავების საფრთხეს? ორ სქესად გაყოფის ამ ნეგატიურ მხარეს გარკვეული შეცოდება შემოაქვს, და ამიტომაც ადამიანური ბუნება ამ მომენტიდან მოწყვლადი ხდება, ხოლო დაცემა – გარდაუვალი. წმ. გრიგოლ ნოსელი, რომლის კვალსაც ამ საკითხში წმ. მაქსიმე აღმსარებელიც მიჰყვება, უარყოფა ორ სქესად განყოფისა და ცოდვითდაცემას შორის თითქოსდა გარდაუვალ კავშირს. იგი ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა სქესი ცოდვის შესაძლებობის წინასწარხედვით(მხოლოდ როგორც შესაძლებლობის), – რათა შეენარჩუნებინა კაცობრიობა ცოდვითდაცემის შემდგომ. სქესობრივი პოლარიზაცია აძლევდა ადამიანურ ბუნებას ცნობილ დაცვას, არანაირად არ აიძულებდა რა მას; ასეთნაირად აძლევენ ხოლმე სამაშველო რგოლს წყლებში მოგზაურს, მაგრამ იგი სულაც არაა ვალდებული აუცილებად წყალში გადავარდეს.ეს შესაძლებლობა აქტუალური ხდება იმ მომენტიდან, როდესაც ცოდვის შედეგად, რომელსაც თავისთავად არავითარი საერთო არ აქვს სქესთან, ადამინური ბუნება დაეცა და იქ ჩაიკეტა, მადლისაგან განშორებული, მხოლოდ ამ დაცემულ მდგომარეობაში, როდესაც ცოდვის საზღაურად სიკვდილი იქცევა, შესაძლებელი აუცილებელი ხდება.</ref>.
გრძნობად სამყაროში ზეცა გაყოფილია მიწისგან. მის ზედაპირზე გამოყოფილია სამითხე და ბოლოს სამოთხეში მობინადრე ადამიანი იყოფა ორ სქესად: მამაკაცად და დედაკაცად.
ადამს უნდა დაეძლია ეს დაყოფანი შეგნებული ქმედებებით, საკუთარ თავში უნდა შეერთებინა ქმნილი კოსმოსის ერთობლიობა და ამასთანავე მიეღწია განღმრთობისათვის, ეს პირველ რიგში უნდა ყოფილიყო წმინდა ცხოვრება, უფრო მეტად აბსოლუტური კავშირი, ვიდრე სქესთა გარეგნული შეერთება, უნდა გადალახულიყო მათი განყოფა ისეთი უმანკოებით, რომ იგი მთლიანობად ქცეულიყო.<ref>"დოგმატური ღვთისმეტყევლება", ვ. ლოსკი, თბილისი 2007</ref> მეორე ეტაპზე ეს უნდა ყოფილიყო ღვთის სიყვარული, ყოველივეს უარმყოფელი, და ამავე დროს ყოვლისმომცველი, და შეერთებინა სამოთხე დანარჩენ მიწიერ კოსმოსთან: ატარებდა რა სამოთხეს თავისთავში, ადამს მთელი დედამიწაც სამოთხედ უნდა გარდაექცია. მესამე მხრივ, მის სულს და სხეულს უნდა დაეძლია სივრცე, გრძნობადი სამყარო მთელი ერთობლიობის შეერთებით: დედამიწისა და ზეციური მყარის შეერთებით. შემდგომ ეტაპზე მას უნდა შეეღწია ზეციურ კოსმოსში, ეცხოვრა ანგელოზთა ცხოვრებით, შეეთვისებინა მათი შეგნება(გაგება), და შეერთებინა საკუთარ თავში გონებაჭვრეტითი სამყარო გრძნობად სამყაროსთან. და ბოლოს, კოსმიური ადამი სამუდამოდ მისცემდა რა საკუთარ თავს ღმერთს, გადასცემდა მას მთელ მის ქმნილებას, ხოლო მისგან სანაცვლოდ მიიღებდა სიყვარულს - მადლით - ე.ი. ყველაფერს, რასაც ფლობს ღმერთი საკუთარ ბუნებაში. ასეთნაირად, ქმნილად და არაქმნილად განყოფის გადალახვით აღსრულდებოდა ადამიანის განღმრთობა, ხოლო მისით კი მთელი კოსმოსისა.<ref>იქვე, გვ 68</ref>
 
ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანი საკუთარი მოწოდების ქვემოთ აღმოჩნდა. მაგრამ ღვთაებრივი გეგმა არ შეცვლილა. ადამის მისია სრულდება ზეციური ადამის - ქრისტეს მიერ; ამასთან იგი არ იკავებს ადამიანის ადგილს - ღვთის უსაზღვრო სიყვარულს არ შეუძლია შეცვალოს ადამიანური თავისუფლების თანხმობა, - მაგრამ უბრუნებს მას საშუალებას მისი საქმის დასრულებისას, კვლავ უცხადებს გზას განღმრთობისაკენ, ადამიანით განხორციელებულ, ღვთისა და ქმნილი სამყაროს იმ უდიადესი სინთეზისაკენ, რომელიც ითვლება ქრისტიანული ანთროპოლოგიის არსად. მაშასადამე, იმისათვის, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანს შეძლებოდა ღმერთად გახდომა, საჭირო იყო ღმერთი განკაცებულიყო.<ref>იქვე, გვ 69</ref> ახალ ადამს უნდა გადაელახა, დაეძლია ძველი ქმნილების ყველა განყოფანი, რათა გამხდარიყო ახალი ქმნილების თავადი. მართლაცდა, ქალწულ მარიამისგან შობით, ქრისტე აღემატება სქესთა განყოფას, და გვიცხადებს "ეროსის" გამოსყიდვის ორ გზას, რომელნიც შეერთდნენ მხოლოდ ერთ ადამიანურ პიროვნებაში, - მარიამში, ქალწულსა და დედაში: ესაა გზა ქრისტიანული ქორწინებისა და მონაზვნობისა. ქრისტემ ჯვარზე შეაერთა სამოთსხეთან კოსმოსის მთელი ერთობლიობა, რამეთუ, მას შემდეგ, რაც მან დაუთმო სიკვდილს, შეჭრილიყო მასში, რათა მოესპო იგი თავის ღმრთაებრიობასთან შეხებით, თვით ყველაზე ბნელი ადგილიც კი დედამიწაზე ნათემოსილი, სხივმფინარი გახადა, აღარ რჩება წყევის ადგილი. აღდგომის შემდეგ თვით ქრისტეს ხორცი, დაძლია რა სივრცობრივი შეზღუდულობა, აერთიანებს მიწას და ზეცას მთელი გრძნობადი სამყაროს მთლიანობაში. თავისი ამაღლებით ქრისტე აერთებს ზეციურ და მიწიერ სამყაროებს, ანგელოზურ დასებსა და ადამიანთა გვარს. და ბოლოს, მამის მარჯვენით დაჯდომით, ადამიანურ ბუნებას აღამაღლებს ანგეოზთა დასებზე მაღლა, და შეჰყავს იგი როგორც კოსმოსური განღმრთობის პირველი ნაყოფი თვით სამებაში.<ref>იქვე, გვ 70</ref>
 
== ეკლესია და ტაძარი ==
{{main|ეკლესია}}