გენეტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

10 415 ბაიტი დაემატა ,  10 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(r2.7.1) (ბოტის დამატება: war:Henetika)
No edit summary
{{წყარო}}
'''გენეტიკა''' ( გენოსის - ვინმესგან წარმოშობა, წარმოქმნა) — მეცნიერება რომელიც შეისწავლის [[მემკვიდრეობითობა|მემკვიდრეობითობას]], ანუ წინაპრების უნარს გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომვდევნო თაობას. ამ სამეცნიერო დისციპლინის სახელწოდება ხმარებაში შემოიტანა ინგლისელმა ნატურალისტმა [[უილიამ ბეტსონი|უილიამ ბეტსონმა]] 1905 წელს. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა.
 
==გარემოს ზემოქმედება==
ინდივიდის ყველა ნიშან-თვისება როდია მემკვიდრეობით მიღებული. ზოგიერთ მათგანს გარემო და აღზრდა განაპირობებს. მაგალითად, ადამიანი წერა-კითხვის უნარს სწავლით იძენს. არის ისეთი თვისებებიც, რომლებიც მემკვიდრეობითობისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგია. ადამიანის სხეულის ფორმა ნაწილობრივ მემკვიდრეობით მიღებული თვისებაა, თუმცა მასზე ისიც ახდენს გავლენას, თუ რამდენ საკვებს იღებს ადამიანი.
 
==ქრომოსომები და გენები==
მშობლის ნიშან-თვისებები [[ქრომოსომები|ქრომოსომების]] საშუალებით გადადის შვილზე. ქრომოსომა წარმონაქმნია, რომელიც სხეულის ყველა უჯრედშია, ამიტომ თითოეული უჯრედი შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ არის აგებული მთელი ორგანიზმი.
 
უჯრედის ბირთვში ბევრი ქრომოსომაა. ყოველ მათგანს თავისი წყვილი ჰყავს. ამ წვილში ერთი ქრომოსომა დედისეულია, მეორე კი — მამისეული. თითოეული სახეობის ცხოველსა და მცენარეს კონკრეტული რაოდენობის ქრომოსომები აქვს. მაგალითად, ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს, რომელიც 23 წყვილს ქმნიან.
 
ქრომოსომის მთელ სიგრძეზე გენებია განლაგებული, რომელშიც ორგანიზმის მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების შემცველი ინფორმაციაა მოცემული. მაგალითად, ადამიანის გენში [[თვალი]]ს ან [[თმა|თმის]] ფერის შემცვლელი ინფორმაციაა ჩაწერილი. შედარებით რთულ ნიშან-თვისებებს, მაგალითად, სხეულის ფორმას, მრავალი [[გენი]]ს ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს.
 
[[უჯრედი|უჯრედში]] ყველა ქრომოსომა სხვადასხვაგვარია, თუმცა ქრომოსომათა ყოველი წყვილი ერთი და იმავე ინფორმაციის შემცველია, ამიტომ ყოველ თვისებას ორი გენი განსაზღვრავს.
 
გენები [[ცილები]]ს წარმოქმნას არეგულირებს და ამის მეშვეობით ქმნის ცხოველისა თუ მცენარის სხვადასხვა ნიშან-თვისებას. ორგანიზმის უჯრედებში ათასობით სხვადასხვაგვარი ცილაა და ყველა მათგანს თავისი მპვალეობა აკისრია ყოველი გენი ერთი ან რამდენიმე სახის ცილის წარმოქმნას არეგულირებს. რა გენებიც არის თქვენს უჯრედებში სწორედ ის ცილები წარმოიქმნება.
 
==გენების მემკვიდრეობით გადაცემა==
ახალი [[ცხოველი]] თუ [[მცენარე]] ორი საგანგებო — [[სასქესო უჯრედები]]ს — შერწყმით წარმოიქმნება. ამ უჯრედებიდან ერთი მამისეულია, მეორე კი — დედისეული. ისინი იმით განსხვავდება ორგანიზმის სხვა უჯრედებისაგან, რომ ქრომოსომების არასრულ ნაკრებს შეიცავს. ყოველ სასქესო უჯრედში ქრომოსომების რაოდენობის მხოლოდ ნახევარია. სასქესო უჯრედების შერწყმით მიღებულ ახალ უჯრედს ქრომოსომების ნორმალური რაოდენობა აქვს — ნახევარი დედისა და ნახევარი — მამისა.
 
==დომინანტი გენები==
ჩვენს მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ნიშან-თვისებებს ქრომოსომათა წყვილები განსაზღვრავს, მაგრამ თუკი ყოველი ნიშან-თვისება ორი გენის მოქმედების შედეგია, რომელმა მათგანმა იმოქმედა?
 
ჩვენ მიერ მიმკვიდრეობით მიღებული ყოველი ორი გენიდან ერთი დომინანტია, ანუ ის მეორე მათგანზე დომინირებს(ბატონობს) და სწორედ იგი ახდენს უპირატეს გავლენას ნიშან-თვისების განვითარებაზე. მაგალითად, [[ბარდი]]ს აქვს გენი, რომელიც განსაძღვრავს, როგორი იქნება მისი მარცვალი — გლუვი თუ დანაოჭებული. მცენარეს, რომელიც ორივე მშობლისაგან გლუვი თესლის გენებს იღებს, გლუვი მარცვალი ექნება, ხოლო მცენარე, რომელმაც დანაოჭებულობის ორი გენი მიიღო, მარცვალსაც დანაოჭებულს წარმოქმნის. თუმცა, გლუვი მარცვლის გენი დანაოჭებული მარცვლის გენზე დომინირებს, ამიტომ თუ მცენარემ ერთი მშობლისაგან გლუვი მარცვლის გენი მიიღო, ხოლო მეორესაგან — დანაოჭებული, იგი მაინც მხოლოდ გლუვ თესლს წარმოქმნის.
 
დომინანტობის ასეთი თვისება ნიშნავს, რომ ყოველ მცენარესა და ცხოველს ქრომოსომებში ბევრი ,,ფარული'' გენი აქვს, რომლებიც არ ვლინდება, რადგან მათ დომინანტი გენები ნიღბავს.
 
== გენური ინჟინერია ==
მეცნიერები ჩასწვდნენ გენეტიკის საიდუმლოებებს და მოახერხეს ცოცხალი უჯრედების შექმნა, რომლებსაც სასარგებლო თვისებები მიანიჭეს. მაგალითად მიკრობეები(პაწაწინა, ერთუჯრედიანი ორგანიზმები — ბაქტერიები და საფუარი) შიეძლება ისე შეიცვალოს, რომ სამკურნალოდ გამოსადეგი ვაქცინები, ჰორმონები და სხვა ქიმიური ნივთიერებები წარმოქმნას, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს.
 
გენურ ინჟინერიას მრავალგვარი გამოყენება აქვს, მაგრამ ადამიანი უფრთხის მას ფართოდ გავრცელებას. მას აშინებს ის აზრი, რომ ოდესმე შიეძლება ხელოვნურად შეიქმნას ბავში, რომელსაც საგანგებოდ შერჩეული ნიშან-თვისება ექნება.
 
{{ესკიზი-ბიოლოგია}}
{{თარგი:ბიოლოგიის ძირითადი დარგები}}
506

რედაქტირება