ალექსანდრე V: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ალექსანდრე V''' (* დაახლოებით * [[1703]]/04[[1704]] ― † [[მარტი]]. [[1752]]), იმერეთის მეფე [[1720]]-[[1751]]. მის დროს გაძლიერდა ოსმალეთის აგრესია. მეფის ხელისუფლება დასუსტებული იყო გამუდმებული შინაფეოდალური ომებით. [[1721]]-[[1728]] სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი განაგებდა. [[1734]] ალექსანდრე V-მ [[ჩიხორის ბრძოლა | ჩიხორის ბრძოლაში]] დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა ჩამოვარდა.
 
ალექსანდრე V [[რუსეთი | რუსეთთან]] დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას [[1720]]-[[1730]] ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის [[1735]]-[[1739]] ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ ([[1736]] წლის [[16 ივნისი]]), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. [[1738]] ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის [[ბელგრადის საზავო ხელშეკრულება 1739 | ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ]] ([[1739]]). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. 1741 წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. [[1743]] წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. [[1746]] წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. [[1747]] ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.
ხაზი 10:
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1752]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_V“-დან