206 647
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს [[აარის მასივი]]ს ნაწილს. აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებითა და დანალექი ქანებით. დასავლეთ ნაწილში უმეტესად გაბატონებულია ცარცული კირქვები.
განსაკუთრებული [[ლანდშაფტი|ლანდშაფტების]] გამო განვითარებულია [[ტურიზმი]]. უცხოელებისათვის თავიდანვე ცნობილი იყო გრინდელვალდის, ლაუტერბრუნენისა და ინტერლაკენის პუნქტები. მოგზაურები და მკვლევარები არაერთხელ სტუმრობდნენ [[შვეიცარია|შევეიცარიის]] ამ ადგილებს. იკვლევდნენ მთათა სისტემებსა და აწარმოებდნენ მწვერვალების დაპყრობას. [[1841|1841 წელს]] ლუი აგასისმა და მისმა კოლეგებმა ქვემო აარის მყინვარზე შექმნეს დროებითი სადგური. პოპულარულია აგრეთვე [[ალპინიზმი]].
ბერნის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში ვრცელდება [[იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია]], რომელიც მოიცავს იუნგფრაუს მწვერვალების ჩრდილოეთ ნაწილს და ეიგერის მთებს, ასევე უდიდეს მყინვარულ არეალს მთელს დასავლეთ ევრაზიაში, სადაც მდებარეობს მოზრდილი [[ალეჩის მყინვარი]]. [[2001|2001 წელს]] ტერიტორია [[იუნესკო]]მ თავის სიაში შეიტანა. დაცული ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით.
|
რედაქტირება