ბერნის ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Berner Alpen.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ|ბერნის ალპების პანორამა, წინა პლანზეა ფინსტერაარჰორნი]]
'''ბერნის ალპები''' ({{lang-de|Berner Alpen;}} აგრეთვე ცნობილია როგორც '''''ბერნის ობერლანდი''''') — დასავლეთ ალპების მთების ჯგუფი [[შვეიცარია]]ში. გადაჭიმულია მდინარე [[რონა|რონის]] ხეობიდან მდინარე [[აარე|აარეს]] ხეობამდე. სიგრძე დაახლოებით 120 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 4274 მ ([[ფინსტერაარჰორნი]]). სხვა მთავარი მწვერვალებია: [[ალეჩჰორნი]] (4195 მ), [[იუნგფრაუ]] (4158 მ), [[მენხი]] (4099 მ), [[შრეკჰორნი]] (4078 მ). გაბატონებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, სუბალპური და ალპური მდელოები.
 
ბერნის ალპები გამოეყოფა [[პენინის ალპები|პენინის ალპებს]] სამხრეთიდან მდინარე რონის ხეობის მეშვეობით, სამხრეთ-აღმოსავლეთით [[ლეპონტინის ალპები|ლეპონტინის ალპებს]] რონის ხეობითა და ფურკისა და სენ-გოტარდის უღელტეხილებით, აღმოსავლეთით [[გლარნის ალპები|გლარნის ალპებს]] მდინარე რეისისროისის ხეობით. ბერნის ალპების ჩრდილოეთი საზღვარი გადის დაახლოებით [[ჟენევის ტბა|ჟენევისა]] და [[ფირვალდშტედტის ტბა|ფირვალდშტედტის ტბების]] ხაზზე. გამყინვარების მძლავრი კერაა. ქედის სამხრეთ კალთებიდან ეშვება ალპების დიდი მყინვარები: [[ალეჩის მყინვარი|ალეჩი]] და [[ფიშერის მყინვარი|ფიშერი]].
[[ფაილი:Fiescher Glacier.jpg|მინი|მარცხნივ|270პქ|ფიშერის მყინვარი]]
გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს [[აარის მასივი]]ს ნაწილს. აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებითა და დანალექი ქანებით. დასავლეთ ნაწილში უმეტესად გაბატონებულია ცარცული კირქვები.
 
განსაკუთრებული [[ლანდშაფტი|ლანდშაფტების]] გამო განვითარებულია [[ტურიზმი]]. უცხოელებისათვის ცნობილი იყო გრინდელვალდის, ლაუტერბრუნენისა და ინტერლაკენის პუნქტები. მოგზაურები და მკვლევარები არაერთხელ სტუმრობდნენ [[შვეიცარია|შევეიცარიის]] ამ ადგილებს. იკვლევდნენ მთათა სისტემებსა და აწარმოებდნენ მწვერვალების დაპყრობას. [[1841|1841 წელს]] ლუი აგასისიმააგასისმა და მისმა კოლეგებმა ქვემო აარის მყინვარზე შექმნეს დროებითი სადგური. პოპულარულია აგრეთვე [[ალპინიზმი]].
 
ბერნის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში ვრცელდება [[იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია]], რომელიც მოიცავს იუნგფრაუს მწვერვალების ჩრდილოეთ ნაწილს და ეიგერის მთებს, ასევე უდიდეს მყინვარულ არეალს მთელს დასავლეთ ევრაზიაში, სადაც მდებარეობს მოზრდილი [[ალეჩის მყინვარი]]. [[2001|2001 წელს]] ტერიტორია [[იუნესკო]]მ თავის სიაში შეიტანა. დაცული ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/62500/Bernese-Alps ბერნის ალპები – ბრიტანიკა]
 
ბერნის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში ვრცელდება [[იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია]], რომელიც მოიცავს იუნგფრაუს მწვერვალების ჩრდილოეთ ნაწილს და ეიგერის მთებს, ასევე უდიდეს მყინვარულ არეალს მთელს დასავლეთ ევრაზიაში, სადაც მდებარეობს მოზრდილი [[ალეჩის მყინვარი]].
 
[[cs:Bernské Alpy]]