ბერნის ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 28 თებერვალი, 2012}}
[[ფაილი:Berner Alpen.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ|ბერნის ალპების პანორამა, წინა პლანზეა ფინსტერაარჰორნი]]
'''ბერნის ალპები''' ({{lang-de|Berner Alpen}}) — დასავლეთ ალპების მთების ჯგუფი შვეიცარიაში[[შვეიცარია]]ში. გადაჭიმულია მდინარე [[რონა|რონის]] ხეობიდან მდინარე [[აარე|აარეს]] ხეობამდე. სიგრძე დაახლოებით 120 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 4274 მ ([[ფინსტერაარჰორნი]]). სხვა მთავარი მწვერვალებია: [[ალეჩჰორნი]] (4195 მ), [[იუნგფრაუ]] (4158 მ), [[მენხი]] (4099 მ), [[შრეკჰორნი]] (4078 მ).
 
ბერნის ალპები გამოეყოფა პენინის ალპებს სამხრეთიდან მდინარე რონის ხეობის მეშვეობით, სამხრეთ-აღმოსავლეთით ლეპონტინის ალპებს რონის ხეობითა და ფურკისა და სენ-გოტარდის უღელტეხილებით, აღმოსავლეთით გლარნის ალპებს მდინარე რეისის ხეობით. ბერნის ალპების ჩრდილოეთი საზღვარი გადის დაახლოებით ჟენევისა და ფირვალდშტედტის ტბების ხაზზე. გამყინვარების მძლავრი კერაა. ქედის სამხრეთ კალთებიდან ეშვება ალპების დიდი მყინვარები: ალეჩი და ფიშერი.
გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს [[აარის მასივი]]ს ნაწილს. აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებითა და დანალექი ქანებით. დასავლეთ ნაწილში უმეტესად გაბატონებულია ცარცული კირქვები.
 
განსაკუთრებული [[ლანდშაფტი|ლანდშაფტების]] გამო განვითარებულია [[ტურიზმი]]. უცხოელებისათვის ცნობილი იყო გრინდელვალდის, ლაუტერბრუნენისა და ინტერლაკენის პუნქტები. მოგზაურები და მკვლევარები არაერთხელ სტუმრობსდნენსტუმრობდნენ [[შვეიცარია|შევეიცარიის]] ამ ადგილებს. იკვლევდნენ მთათა სისტემებსა და აწარმოებდნენ მწვერვალების დაპყრობას. [[1841|1841 წელს]] ლუი აგასისიმა და მისმა კოლეგებმა ქვემო აარის მყინვარზე შექმნეს დროებითი სადგური.
 
ბერნის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში ვრცელდება [[იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია]], რომელიც მოიცავს იუნგფრაუს მწვერვალების ჩრდილოეთ ნაწილს და ეიგერის მთებს, ასევე უდიდეს მყინვარულ არეალს მთელს დასავლეთ ევრაზიაში, სადაც მდებარეობს მოზრდილი [[ალეჩის მყინვარი]].