ბერნის ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
 
ბერნის ალპები გამოეყოფა პენინის ალპებს სამხრეთიდან მდინარე რონის ხეობის მეშვეობით, სამხრეთ-აღმოსავლეთით ლეპონტინის ალპებს რონის ხეობითა და ფურკისა და სენ-გოტარდის უღელტეხილებით, აღმოსავლეთით გლარნის ალპებს მდინარე რეისის ხეობით. ბერნის ალპების ჩრდილოეთი საზღვარი გადის დაახლოებით ჟენევისა და ფირვალდშტედტის ტბების ხაზზე. გამყინვარების მძლავრი კერაა. ქედის სამხრეთ კალთებიდან ეშვება ალპების დიდი მყინვარები: ალეჩი და ფიშერი.
 
გეოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს [[აარის მასივი]]ს ნაწილს. აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებითა და დანალექი ქანებით. დასავლეთ ნაწილში უმეტესად გაბატონებულია ცარცული კირქვები.
 
[[cs:Bernské Alpy]]