ბერნის ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 28 თებერვალი, 2012}}
[[ფაილი:Berner Alpen.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ|]]
'''ბერნის ალპები''' — დასავლეთ ალპების მთების ჯგუფი შვეიცარიაში. გადაჭიმულია მდინარე რონის ხეობიდან მდინარე აარეს ხეობამდე. სიგრძე დაახლოებით 120 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 4274 მ ([[ფინსტერაარჰორნი]]). სხვა მთავარი მწვერვალებია: [[ალეჩჰორნი]] (4195 მ), [[იუნგფრაუ]] (4158 მ), [[მენხი]] (4099 მ), [[შრეკჰორნი]] (4078 მ).
 
ბერნის ალპები გამოეყოფა პენინის ალპებს სამხრეთიდან მდინარე რონის ხეობის მეშვეობით, სამხრეთ-აღმოსავლეთით ლეპონტინის ალპებს რონის ხეობითა და ფურკისა და სენ-გოტარდის უღელტეხილებით, აღმოსავლეთით გლარნის ალპებს მდინარე რეისის ხეობით. ბერნის ალპების ჩრდილოეთი საზღვარი გადის დაახლოებით ჟენევისა და ფირვალდშტედტის ტბების ხაზზე. გამყინვარების მძლავრი კერაა. ქედის სამხრეთ კალთებიდან ეშვება ალპების დიდი მყინვარები: ალეჩი და ფიშერი.