ფედერიკო ფელინი: განსხვავება გადახედვებს შორის

ფილმმა „[[ტკბილი ცხოვრება]]" კანის საერთაშორისო კინოგესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლს [[მარჩელო მასტროიანი]] ასრულებდა. მასტროიანმა ამის შმედგომაც შეასრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ფელინის ფილმებში. ფილმში გაკრიტიკებული იყო ბურჟუაზია, ეკლესია, მაღალი საზოგადოება, მათი "ტკიბილი" თუმცა უშინაარსო ცხოვრება. ფილმის ჩვენებამ კანის კინოფესტივალზე გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი. მათ ფელინის ბოლშევიკი უწოდეს.
 
„ტკბილი ცხოვრება" ფელინის მერვე ფილმი იყო. მეცხრე ფილმის გადაღებისას კი შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. თუმცა მან მოულოდნელი გამოსავალი იპოვა: გადაიღო ფილმი [[რვანახევარი]] სადაც აღწერა ცნობილი რეჟისორი, რომელიც შემოქმედებით კრიზისშია და ვერ ახერხებს დაწყებული ფილმის დასრულებას. რეჟისორის როლს [[მარჩელო მასტროიანი]] ასრულებდა.
 
ამის შემდეგ მან გადაიღო თავისი პირველი ფერადი ფილმი [[ჯულიეტა და სულები]]. ავტობიოგრაფიული ელემენტებით იყო გაჯერებული ფელინის ფილმები: [[ჯამბაზები]], [[რომი (1972 წლის ფილმი)|რომი]], [[ამარკორდი]] და [[ინტერვიუ (ფილმი)|ინტერვიუ]].
 
==რჩეული ფილმოგრაფია==