ნაძვნარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
'''ნაძვნარი''', [[ნაძვი]]ს წმინდა და შერეული კორომი (ტყე). გავრცელებულია [[ევროპა]]ში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. [[საქართველო]]ში ნაძვის წმინდა კორომები შედარებით იშვიათია, უფრო ხშირია შერეულ ნაძვბარები, სადაც ნაძვთან ერთად იზრდება [[კავკასიური სოჭი]], [[კავკასიური კაუჭა ფიჭვი]], [[წიფელი]], [[რცხილა]] და სხვა. საქართველოსათვის დამახასიათებელია ნაძვნარები კოლხური ქვეტყით (შქერით[[შქერი]]თ, წყავით[[წყავი]]თ, ჭყორით[[ჭყორი]]თ, მოცვით[[მოცვი]]თ), ბალახოვანი საფრით და ხავსით. ეს ტყეები მეტწილად ნაირხნოვანია, იშვიათად ერთხნოვანიც. მაღალი წარმადობის კორომები ნაძვისა და სოჭის სარტყელშია, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1500-1800 მ-ზე (სვანეთში, [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], [[აჭარა]]ში, [[რაჭა]]ში, [[ბორჯომის ხეობაშიხეობა]]ში). მაღალი ბონიტეტის ნაძვნარები ჰა-ზე 800-1000 და ზოგჯერ 1500<sup>3</sup> მერქანს იძლევა, რომელიც გამოირჩევა კარგი ფიზიკური-მექანიკური თვისებებით და მრავალმხრივი გამოყენება აქვს წარმოებაში.
 
საქართველოში[[საქართველო]]ში ნაძვნარებში, რომლებიც უმთავრესად მთის ფერდობებზეა გავრცელებული, დასაშვებია მხოლოდ სანიტარული და ნებითი ამორჩევითი ჭრა ისე, რომ ტყე ძალიან არ გამეჩხერდეს და არ დაიკარგოს საკურორტო, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ნაძვნარებში გავრცელებული მავნებლებიდან განსაკუთრებით საშიშია [[ექვსკბილა ქერქიჭამია]] და [[ნაძვის დიდი ლაფნიჭამია]].
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|342|მანჯავიძე დ.}}
* ''მანჯავიძე დ.'', [[ქსე]], ტ. 7, გვ. 342, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ტყეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაძვნარი“-დან