ქსენონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ქსენონის იზოტოპს მასური რიცხვით 135 ([[ნახევარდაშლის პერიოდი]] 9,14 საათი) აქვს [[სითბური ნეიტრონები]]ს მოტაცების მაქსიმალური [[ბირთვული ეფექტური განიკვეთი]] ყველა ცნობილ ნივთიერებას შორის — მიახლოებით 3 მილიონი [[ბარნი]] ენერგიისათვის 0,069 [[ელექტრონვოლტი|ევ]]<ref>www.ippe.ru/podr/abbn/libr/pdf/54xe.pdf</ref>, მისი დაგროვება ბირთვულ რეაქტორებში [[ტელურ-135]]-ის და [[იოდ-135]]-ის ბირთვების [[ბეტა-დაშლა|β-დაშლის]] ჯაჭვის შედეგად მიდის ე.წ. [[რეაქტორის მოწამლვა|რეაქტორის მოწამლვამდე]] ქსენონით (იხ. ასევე [[იოდის ორმო]]).
{{Main|ქსენონის იზოტოპები}}
 
== მიღება ==
ქსენონს მიიღებენ მეტალურგიულ საწარმოებში როგორც თხევადი ჟანგბადის წარმოების თანაურ პროდუქტს.
 
მეწველობაში ქსენონს მიიღებენ როგორც თანაური პროდუქტს ჰაერის გაყოფისას [[ჟანგბადი|ჟანგბადად]] და [[აზოტი|აზოტად]]. ასეთი გაყოფის შემდეგ, რომელიც ჩვეულებრივ მიმდინარეობს [[რექტიფიკაცია|რექტიფიკაციის]] მეთოდით, მიღებული თხევადი ჟანგბადი შეიცავს [[კრიპტონი]]სა და ქსენონის მცირე რაოდენობას. თხევად ჟანგბადს შემდგომი რექტიფიკაცია ამდიდრებს კეიპტონ-ქსენონის ნარევის შემცველობას 0.1-0.2 %-მდე, რომელიც გამოიყოფა სილიკაგელზე [[ადსორბცია|ადსორბციით]] ან [[დისტილაცია|დისტილაციით]]. საბოლოოდ, ქსენონ-კრიპტონის კონცენტრატი შეიძლება გაყოფილ იქნას დისტილაციით ცალცალკე [[კრიპტონი|კრიპტონად]] და ქსენონად.
 
თავისი მცირე გავრცელების გამო, ქსენონი შედარებით უფრო ძვირია ვიდრე უფრო მჩატე [[ინერტული აირი|ინერტული აირები]].
 
== გამოყენება ==
[[სურათი:Xenon-flash.gif|thumb|100px|right|[[ქსენონის ნათურა]]]]
[[სურათი:XeTube.jpg|thumb|100px|right|ქსენონის ნათურა]]
[[სურათი:Xenon ion engine prototype.png|thumb|100px|right|[[იონის ძრავა|იონის ძრავის]] პროტოტიპი ქსენონზე.]]
 
მიუხედავად მისი მაღალი ღირებულებისა, ქსენონი შეუცვლელია მთელ რიგ შემთხვევებში:
 
* ქსენონს გამოიყენებენ [[გახურების ნათურა|გახურების ნათურების]] შესავსებად, მძლავრ [[ქსენონის გაზოდამუხტვის ნათურა]]ში და შუქის იმპულსურ წყაროებში (აირის მაღალი ატომური მასა ნათურის კოლბაში ხელს უშლის ვოლფრამის აორთქლებას გახურების სპირალის ზედაპირიდან).
 
* რადიოაქტიური იზოტოპები (<sup>127</sup>Xe, <sup>133</sup>Xe, <sup>137</sup>Xe, და სხვა) გამოიყენება როგორც გამოსხივების წყარო [[რადიოგრაფია]]ში და მედიცინაში დიაგნოსტიკისათვის, გაჟონვის აღმოსაჩენად ვაკუუმის დანადგარებში.
 
* [[ქსენონის ფტორიდები]] გამოიყენებიან ლითონების [[პასივაცია|პასივაციისათვის]].
 
* ქსენონი წმინდა სახით, და [[ცეზიუმ-133]]-ის ორთქლის მცირედი დამატებით, წარმოადგენს მაღალეფექტურ [[მუშა სხეული|მუშა სხეულს]] [[ელექტრო სარაკეტო ძრავა|ელექტრორეაქტიულ (უმთავრესად - იონური და პლაზმური) ძრავებისათვის]] [[კოსმოსური აპარატი|კოსმოსურ აპარატებში]].
 
* [[XX]] საუკუნის ბოლოს შემუშავებულ იქნა ქსენონის გამოყენების მეთოდი საერთო [[ნარკოზი]]სათვის და გაუმტკივნებლობისათვის. [[ქსენონის ნარკოზი]]ს ტექნიკის შესახებ პირველი დისერტაცია გაჩნდა რუსეთში [[1993]] წელს. [[1999]] წელს ქსენონი დაშვებულ იქნა მედიცინაში როგორც საერთო ინგალაციური ნარკოზი<ref>[http://www.innovbusiness.ru/pravo/DocumShow_DocumID_68603.html О РАЗРЕШЕНИИ МЕДИЦИНСКОГО ПРИМЕНЕНИЯ ЛЕКАРСТВЕННЫХ СРЕДСТВ. Приказ. Министерство здравоохранения РФ. 08.10.99 363 :: Инновации и предпринимательство: гранты, технологии, патенты<!-- Заголовок добавлен ботом -->]</ref>. <!-- ნარკოზის გარდა, ქსენონი გამოიყენება მწვავე ნარკოტიკული შეტევების მოსახსნელად, ნარკომანიის მკურნალობისას, ასევე პსიქიკურ და სომატიკურ აშლილობებისას<ref>{{cite web
| author = Баронов Алексей
| date = 05.07.2010
| url = http://medxenon.ru/menu-103/xenon_metodika.html
| title = Применение кислородно - ксеноновой смеси, при боли и болевых синдромах
| accessdate = 2010-07-04
}}</ref>.-->