ზეახალი ვარსკვლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Tato Iakobidze-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს MystBot-ის მიერ რედაქტირებული ვერს
ხაზი 1:
[[ფაილი:Keplers supernova.jpg|მინიატიურა|250პქ|[[კეპლერის ზეახალი]]ს ნარჩენი]]
 
'''ზეახალი ვარსკვლავი''' — [[ვარსკვლავი]], რომლის ბრწყინვალება რამდენიმე წამში იზრდება დაახლოებით 20 [[ვარსკვლავურივარსკვლავიერი სიდიდე|ვარსკვლავურივარსკვლავიერი სიდიდით]], შემდეგ კი შედარებით ნელა მცირდება და პირვანდელ ნათებასთან საერთო აღარაფერიაღარეფერი აქვს. ზეახალი ვარსკვლავის ანთება ბევრად დიდი მასშტაბის მოვლენაა, ვიდრე [[ახალი ვარსკვლავი|ახალი ვარსკვლავის]] ანთება. ანთების მაქსიმუმში ზეახალი ვარსკვლავის ბრწყინვალება თითქმის უტოლდება იმ გალაქტიკის ბრწყინვალებას, რომელსაც ეს ვარსკვლავი ეკუთვნის. ამ დროს სპქეტრში ჩანს ძალიან განიერი ხაზები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავიდან ნივთიერება გამოიტყორცნება 20000 კმ/წმ–მდე სიჩქარით. ზეახალი ვარსკვლავის ანთება იშვიათი მოვლენაა; ცალკეულ გალაქტიკაში იგი საშუალოდ ას წელიწადში ერთხელ ხდება. ჩვენს [[გალაქტიკა|გალაქტიკაში]], [[ტელესკოპი|ტელესკოპის]] გამოგონების შემდეგ (XVII საუკუნის დასაწყისი), ზეახალი ვარსკვლავის ანთება შენიშნული არ ყოფილა. იმ ადგილებში, სადაც, მატიანეების მიხედვით, ზეახალი ვარსკვლავი აინთო, ამჟამად შეიმჩნევა თავისებური მნათი ნისლეულები, რომლებიც ზეახალი ვარსკვლავის ანთების შედეგადაა წარმოქმნილი. მათგან ყველაზე კარგად შესწავლილია [[კიბორჩხალისებრი ნისლეული]], რომელიც [[1054]] წელს ანთებული ზეახალი ვარსკვლავის ადგილზე მოჩანს. ამ ზეახალი ვარსკვლავის ნაშთია გამოკვეთილი [[პულსარი]] [[კიბორჩხალისებრი ნისლეული|კიბორჩხალისებრ ნისლეულში]]. ნისლეულის ცენტრალური ნაწილი და [[პულსარი]] [[სპექტრი|სპექტრის]] ვრცელ დიაპაზონში (რადიოდიაპაზონი, რენტგენული დიაპაზონი და სხვა) ასხივებენ. გაფართოების სიჩქარე ამჟამად დაახლოებით 1500 კმ/წმ–ია.
 
== აღწერა ==
 
როგორც ცნობილია, ვარსკვლავში [[თერმობირთვულითერმო ბირთვული რეაქცია]] მიმდინარეობს. რეაქციის მიმდინარეობასთან ერთად, მასში მონაწილე ნივთიერების რაოდენობა იკლებს და წამოიქმნება წითელი გიგანტი. ამ დროს, რეაქციის შედეგად წარმოქმნილი წნევა მცირდება და დგება მომენტი, როცა წითელი გიგანტის შიგნით არსებულ წნევას მისივე მიზიდულობის ძალა გადააჭარბებს ანუ არსებული წონასწორონა ირღვევა. ამ დროს ზედა ფენებში არსებული მატერია „ჩაიქცევა“ და დიდი აჩქარებით დაეცემა ცენტრში არსებულ მატერიას. ხდება აფეთქება, რის შედეგადაც ვარსკვლავის მატერია დიდი სიჩქარით გაიტყორცნება სივრცეში ახალ პროცესებსა და მოვლენებში მონაწილეობის მისაღებად.
ამ მომენტს ზეახალი ვარსკვლავის ანთება (აფეთქება) ჰქვიაქვია. ეს დაკვირვებად სამყაროში ერთერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენაა. აფეთქების ენერგია გამოსხივდება ყველა დიაპაზონში და ეს პროცესი უაღრესადუაღესად მასშტაბურია. ამ დროს გამოსხივების სიმძალვრე ზოგჯერ მთელი გალაქტიკის გამოსხივებასაც კი აღემატება.
აფეთქების შედეგად ვარსკვლავს ჩამოსცილდება ზედა ფენები, რჩება მხოლოდ ბირთვი, კომპაქტური ობიექტი, რომლის თვისებებს მხოლოდ მისი მასა და შესაბამისად გრავიტაციული ველის ძალა განსაზღვრავს. მასში არსებული მატერია თავისივე გრავიტაციის გამო იკუმშება და მისი სიმკვრივე წარმოუდგენელ სიდიდეს აღწევს{{მეცნიერება}}