პროტესტანტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: an:Protestantismo
No edit summary
ხაზი 13:
რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”[[კათოლიკური ლიგა]]”. პროტესტანტებმა ’’[[ევანგელისტური კავშირი]]ს’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.
 
== პროტესტანტული ევანგელისტური მოძღვრება ==
 
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია აღიარებს ისტორიულ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებულ რწმენის სიმბოლოებს:
რწმენის სიმბოლოები
რწმენის სიმბილო ეწოდება დოკუმენტს, რომელიც მოკლედ გამოხატავს და აყალიბებს ეკლესიის ძირითად ფუნდამენტურ აღმსარებლობას.
სარწმუნოების სიმბოლოებს შეიმუშავებდნენ და ამტკიცებდნენ, რომელიმე საეკლესიო კრებაზე. ქართულ საეკლესიო კულტურაში ამ დოკუმენტს სხვანაირად მრწამსადაც მოიხსენიებენ. მრწამსი-სარწმუნოების მოკლე აღსარება-გამოხატვა.
ქრისტიანულ სამყაროში არსებობს ძალიან ბევრი ეგრეთწოდებული რწმენის სიმბოლო, მაგრამ მათგან ზოგიერთს არ აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესია, ზოგს არ აღიარებს კათოლიკური ეკლესია და შესაბამისად, ზოგს არ აღიარებს მსოფლიო ეკლესიის პროტესტანტული ფრთა.
რწმენის სიმბოლოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი იტორიული დოკუმენტია, ცნობილი როგორც მოციქულთა რწმენის სიმბოლო. არსებობს IV საუკუნის გადმოცემა, რომ რწმენის ეს სიმბოლო შედგენილია თვით 12 მოციქულის მიერ, თითქოს თითოეულმა მოციქულმა დაწერა თითო წინადადება, თუმცა რწმენის სიმბოლო არ შეიცავს 12 წინადადებას. მოციქულთა რწმენის სიმბოლო შედეგია დასავლური რწმენის სიმბოლოს განვითარებისა, ხოლო ორივე რწმენის სიმბოლოს საწყისია ძველი რომის სიმბოლო, რომელიც თარიღდება II საუკუნის დასასრულით და რომელსაც დროთაგანმავლობაში ემატებოდა ახალი წინადადებები, ან იცვლებოდა სიტყვათა წყობა. თანამედროვე ვერსია მიეკუთვნება VI ან VIII საუკუნეებს. მოციქულთა რწმენის სიმბოლო გახდა საფუძველი ნიკეის რწმენის სიბოლოსი, ამიტომ ნიკეის, კონსტანტინეპოლის და ათანასეს რწმენის სინბოლოების გვერდით შემოგთავაზებთ მოციქულთა რწმენია სიმბოლოსაც:
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 7 საეკლესიო კრების ზოგ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ქრისტიანული ეკლესიის პროტესტანტული ფრთა, მაგალითად 787 წელს მსოფლიო მე-7-ე საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას, რომელიც გაიმართა ნიკეაში, ამ კრებაზე დაკანონდა, სავალდებულო გახდა ხატთთაყვანისცემა და ამ გადაწყვეტილების ირგვლივ კამათი დღემდე არ წყდება. ძირითადად 7 საეკლესიო კრებებზე მიღებულ რწმენის სიმბოლოებს სცნობს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის სამივე ძირითადი აღმსარებლობა: როგორც მათლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ასევე პროტესტანტული ეკლესიები. 7 მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ძირითდად მიღებულ იქნა რწმენის ორი სიმბოლო: ნიკეის რწმენის სიმბოლო 325 წელი ქალაქი ნიკეა და კონსტანტინეპოლის რწმენის სიბოლო, რომელიც ასევე მოიხსენიება, როგორც ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლოდ. ქ. კონსტანტინეპოლი 381 წელი. მოგვიანებით გამოჩნდა რწმენის სიმბოლო, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც ათანასეს რწმენის სიმბოლო. ეს დოკუმენტი რომელიმე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე არ დაუმტკიცებიათ, მაგრამ იგი ფართოდ არის გავცელებული. არსებობს აზრი, რომ ათანასეს რწმენის სიმბოლო არ იყო დაწერილი ცნობილი კაპადუკიელი საეკლესიო მამის ათანასეს მიერ და რომ ის საერთოდ არ იყო რწმენის სიმბოლო. ეჭვს არ იწვევს, რომ რწმენის სიმბოლო დაწერილია არა ათანასეს მიერ, არამედ როგორც ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, ის მას მიაწერეს VIII საუკუნეში, ალბათ იმიტომ, რომ ათანასე ითვლება სამების შესახებ ორთოდოქსული დოქტრინის მამად. რწმენის სიმბოლოს წარმომავლობაზე მკვლევარებს შორის არ არის ერთი აზრი, თუმცა არსებობს ბევრი მტკიცება, რომ ათანასეს რწმენის სიმბოლო დაწერილი იქნა 500 წელს სამხრეთ გალიაში(თანამედროვე საფრანგეთი). დასავლეთის ეკლესიები აღნიშნულ რწმენის სიმბოლოს აღიარებდნენ ნიკეის და კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლოების გვერდით, როგორც ერთ-ერთ რწმენის სიმბოლოთაგანს. ის ფართოდ იყო მიღებული პროტესტანტულ ეკლესიებშიც. აღმოსავლეთის ეკლესიები ან არ სცნობდნენ ათანასეს ავტორობას, ან სიტყვას ”ფილოკვე Filoque”-ძისაგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ სულიწმინდა გამოდის როგორც მამისაგან ასევე ძისაგან, თვლიდნენ გვიან ჩამატებულად.
 
==პროტესტანტების მრწამსი==
მწამს მამა ღმერთი, ყოვლისშემძლე, შემომქმედი ცისა და მიწისა, და უფალი იესო ქრისტე, მხოლოდ შობილი ძე ღმერთისა, უფალი ჩვენი, ჩასახული სულიწმინდისაგან, დაბადებული ქალწულ მარიამისაგან, ნაწამები პონტოელი პილატეს დროს, ჯვარცმული, მომკვდარი და დამარხული, ჩასული ჯოჯოხეთში, მკვდრეთით აღმდგარი მესამე დღეს, ამაღლებული ზეცაში და ყოვლისშემძლე მამა ღმერთის დიდებაში მჯდომი, საიდანაც ის მოვა ცოცხალთა და მკვდართა გასასამართლებლად.
მწამს სულიწმინდა, ერთი წმინდა ქრისტიანული ეკლესია, წმინდანთა მოზიარეობა, ცოდვების პატიება, მკვდრეთით აღდგომა და საუკუნე სიცოცხლე ამინ. ”
მოციქულთა რწმენის სიმბოლოს დიდ ნაწილს აქვს საკმაოდ ძველი წარმომავლობა, თუმცა ზოგიერთი გამოთქმა გაჩნდა IV-V საუკუნეებში, მაგალითად “ჩასული ჯოჯოხეთში”, ეს ფრაზა არ იყო დასავლურ რწმენის სიმბოლოში.
 
==ნიკეის რწმენის სიბოლო==
მიღებული იქნა ნიკეის საეკლესიო კრებაზე 325 წელს
გვწამს ერთი ღმერთი - მამა ყოვლისმპყრობელი, შემომქმედი ყოველი ხილულისა და უხილავისა.
და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმერთისა, დაბადებული მამისაგან, ანუ მისი არსისაგან.
ღმერთი - ღმერთისაგან, ნათელი - ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი - ჭეშმარიტი ღმერთისაგან, დაბადებული არა შექმნილი, მამის თანაარსი, (ჰომოუსიოს), რომლისგანაც წარმოიშვა ყოველივე, როგორც ზეცაში, ასევე მიწაზე. ჩვენთვის და ჩვენი დახსნისათვის მოვლენილი. ხორცშესხმული და განკაცებული, დატანჯული და მესამე დღეს აღმდგარი. ამაღლებული ზეცაში და მომავალი, ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად. და სულიწმინდა.
წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია გადასცემს ანათემას (შეჩვენებას), ყველას, ვინც იტყვის: იყო დრო, როცა ის არ იყო (ლაპარაკია იესოზე) და ის არ იყო მანმადე, სანამ დაიბადებოდა. და მათ ვინც დაიწყებს მტკიცებას, რომ ის მამის თანააარსი არ არის, ან, რომ ის არ არის მუდმივი და ცვალებადია.”
 
ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიბოლო
მიღებული იქნა კონსტანტინეპოლის I საეკლესიო კრებაზე- 381 წ.
გვწამს ერთი უფალი იესო ქრისტე, მხოლოდშობილი მამისაგან საუკუნეთა უწინ, ნათელი - ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი - ჭეშმარიტი ღმერთისაგან, დაბადებული არა შექმნილი, მამასთან თანაარსი, (ჰომოოუსიოს), მისგან წარმოიშვა ყოველივე. ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის ჩამოვიდა იგი ზეციდან, ხორცი შეისხა სულიწმინდისაგან და ქალწულ მარიამისაგან და გახდა კაცი, პონტოელი პილატეს დროს იქნა ჯვარცმული ჩვენი გულისათვის, იტანჯა და დამარხული იქნა. მესამე დღეს ის აღდგა წერილის მიხედვით და ამაღლდა ზეცაში. ის ზის მამის მარჯვნივ და მოვა კვლავ დიდებით, რომ გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, მის მეფობას არ ექნება დასასრული.
და სულიწმინდა უფალი მაცოცხლებელი, გამომავალი მამისაგან (და ძისაგან დასვლეთის ეკლესიები). მამასთან და ძესთან ერთად ის ღირსია თაყვანისცემისა და ქებადიდებისა. ის ლაპარაკობს წინასწარმეტყველების მეშვეობით; და მხოლოდ ერთ, წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიაში.
ჩვენ ვაღიარებთ ერთ ნათლობას ცოდვების მისატევებლად, ჩვენ ველოდებით მკვდრეთით აღდგომას და საუკუნო სიცოცხლის დადგომას. ამინ.”
 
==ათანასეს რწმენის სიმბოლო==
ვისაც სურს გადარჩენა, უპირველეს ყოვლისა უნდა ჩაეჭიდოს კათოლიკურ რწმენას, თუ ვინმე არ შეინახავს რწმენის მთლიანობასა და განუყოფლობას, დაიღუპება საუკუნოდ.
ეს საყოველთაო რწმენა კი მდგომარეობს მასში, რომ ჩვენ გვწამს ერთი ღმერთი სამებაში და სამება ერთში, პიროვნების აურევლად და არსებათა განუყოფლად, რადგან სხვა პიროვნებაა მამა, სხვაა ძე, სხვაა სულიწმინდა. მაგრამ მამისაც, ძისაც და სულიწმინდის ღვთაებრივობა ერთია, დიდება თანასწორი და დიდებულება მარადიული.
როგორიცაა მამა, ისეთივეა ძე. როგორიცაა ძე, ისეთივეა სულიწმინდა. მამა არ შექმნილა, ძეც არ შექმნილა და არც სულიწმინდა. მამა უსასრულოა, ძეც უსასრულოა და უსასრულო და მარადიულია სულიწმინდაც. თუმცა არა სამი მარადიული, არამედ ერთი მარადიული. ისევე, როგორც არა სამი შეუქმნელი და სამი უსასრულო, არამედ ერთი შეუქმნელი, ერთი უსასრულო. ამის მსგავსად მამა ყოვლისმპყრობელია, ძეც ყოვლისმპყრობელია, სულიწმინდაც ყოვლისმპყრობელია, თუმცა არა სამი ყოვლისმპყრობელი, არამედ ერთი ყოვლისმპყრობელი.
ისე როგორც მამაა-ღმერთი, ძეა-ღმერთი, სულიწმინდაა-ღმერთი. თუმცა არა სამი ღმერთი, არამედ ერთი ღმერთი. ასევე მამაა-უფალი, ძეა-უფალი, სულიწმინდაა-უფალი, თუმცა არა სამი უფალი, არამედ ერთი უფალი. რადგან ისე, როგორც ქრისტიანული ჭეშმარიტება აგვძრავს ჩვენ თითოეული იპოსტასი ცალ-ცალკე ვაღიაროთ ღმერთად და უფლად, ასევე საყოველთაო კეთილგონიერება გვიკრძალავს ვილაპარაკოთ, რომ სამია ღმერთი ან სამია უფალი.
მამა არავისგან არ შექმნილა, არ დაბადებულა. ძე ერთი მამისაგან არ შექმნილა, მაგრამ დაიბადა. სულიწმინდა მამისაგან არ შექმნილა, არ დაბადებულა, მაგრამ გამომავალია (მამისგან და ძისგან. დასავლეთის ეკლესიები). ამრიგად, ერთი მამა და არა სამი მამა, ერთი ძე და არა სამი ძე, ერთი სულიწმინდა და არა სამი სულიწმინდა და მთელ სამებაში არ არის პირველი და უკანასკნელი, არ არის დიდი ან მცირე, არამედ სამი იპოსტასი, ერთი მეორესთან სრულყოფილად შერწყმული და თანასწორი. ისე , რომ ადრე ნათქვამის მიხედვით ყველაფერში უნდა მივუძღვნათ თაყვანისცემა სამებას ერთში და ერთს სამებაში.
თუმცა საუკუნო გადარჩენისათვის აუცილებელია ღრმად გვწამდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განსხეულება, რადგან მართალი რწმენა ესაა რწმენა და აღიარება იმისა, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი და ადამიანი. ის არის ღმერთი დაბადებული მამის არსებიდან საუკუნეთა უწინ. ის არის ადამიანი დაბადებული დედის არსებიდან. ის არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი გონებით, სამშვინველით და ადამიანური სხეულით. ის თანასწორია მამისა, როგორც ღმერთი, ასევე მცირეა მამაზე, როგორც ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ იგი არის ღმერთიც და ადამიანიც, ის არ არის ორი, არამედ ერთი ქრისტე. ერთია ის, თუმცა არა ღვთაების ადამიანის სხეულად გადაქცევით, არამედ თავისი ადამიანური ბუნების ღვთიურში შერწყმით. ის ჭეშმარიტად ერთია, მაგრამ არა ბუნების აღრევით, არამედ პიროვნების ერთობა. ისე, როგორც გონიერი მშვინვა და სხეული შეადგენს ერთ ადამიანს, ასევე ღმერთი და ადამიანი გახდა ქრისტე.
ის ეწამა ჩვენი გადარჩენისათვის, ჩავიდა ჯოჯოხეთში, აღსდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცაში და დაჯდა მამის დიდებაში. ის მოვა ზეციდან, რათა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები. როცა ის მოვა, ყველა ადამიანი აღდგება სხეულში და ანგარიშს ჩააბარებენ თავისი ნამოქმედარისთვის. ისინი, ვინც კეთილს იქმოდა, წავლენ საუკუნო სიცოცხლეში, ისინი კი, ვინც ბოროტებას იქმოდა, საუკუნო ცეცხლში.
ეს არის არსი საყოველთაო რწმენისა. ვისაც არ სწმას მისი მიძღვნილად და მტკიცედ, ვერ გადარჩება ”
 
== წესჩვეულებები და ღვთისმსახურება ==