გრიგოლ ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაცულია „გრიგოლ ორბელიანი“ ([edit=autoconfirmed] (განუსაზღვრელი) [move=autoconfirmed] (განუსაზღვრელი))
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
კალოჩე პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე ([[XVI საუკუნე]]). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, [[ორბელიანი, სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანის]] პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი. გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს „ყაფლანიშვილს“.
 
გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და მათთან ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. დედა, ხორეშანი, [[ერეკლე II|ერეკლეს II]]-ის ქალის, [[ელენე ბატონიშვილი|ელენეს]] ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა.