არმინიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''არმინიუსი''' ({{lang-de|Arminius}}; დ. დაახლ. ძვ. წ. 17; გ. დაახლ. ახ. წ. 21) — ძვე...
(განსხვავება არ არის)

14:17, 20 თებერვალი 2012-ის ვერსია

არმინიუსი (გერმ. Arminius; დ. დაახლ. ძვ. წ. 17; გ. დაახლ. ახ. წ. 21) — ძველი გერმანული ხერუსკების ტომის მეთაური, რომელმაც ახ. წ. 9 წელს ტევტობურგის ტყეში ბრძოლისას სამი რომაული ლეგიონის განადგურებით რომის იმპერიას უდიდესი ზარალი მიაყენა. ანტიკური წყაროები არმინიუსის ბიოგრაფიიდან მხოლოდ მცირე რაოდენობით ცნობებს იძლევიან. ტაციტუსი არმინიუსს „გერმანიის განმათავისუფლებელს“ უწოდებს, რასაც ეფუძნება ხერუსკების მეთაურის პოსტანტიკური სურათი. არმინიუსი უფრო ხშირად ხდება მხატვრული შემოქმედების ობიექტია. მან დასამაბი მისცა არაერთი გერმანული ნაციონალური მითის თუ სიმბოლური ფიგურის ჩამოყალიბებას. 1945 წლიდან მოყოლებული გერმანულენოვანი კვლევები არმინიუსს სხვადასხვანაირად აფასებენ. მისი გერმანული სახელი უცნობია, რის გამოც ხშირად ხდება სპეკულაცია და პარალელების გავლება ზიგფრიდთან.