ბეით-ლაჰმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ბეით-ლაჰმი''' ([[ქართ.]] ტრადიციით ''ბეთლემი'', [[არაბ.]] بيت لحم, [[ებრ.]] בית לחם ), ქალაქი [[პალესტინის ავტონომია|პალესტინის ავტონომიის]] ტერიტორიაზე, 20. ათასი მცხოვრებით. ესაზღვრება ჩრდილოეთით [[იერუსალიმი|იერუსალიმს]]. თავდაპირველად [[ქანაანი|ქანაანელთა]], მოგვიანებით კი [[იუდაიზმი|იუდეველთა]] ქალაქი იყო სამხრეთ [[პალესტინა]]ში. დაარსებული უნდა იყოს დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებში. პირველად მოხსენიებულია თელ-ელ-ამარნის მიმოწერაში (ძვ. წ. XIV ს.) „ბეთ-ილუ-ლაჰემას“ („ქალღმერთ ლაჰემას სახლი“) სახელით. განსხვავებით ჩრდილოეთ პალესტინის ამავე სახელწოდების ქალაქისაგან ზოგჯერ იუდეველთა [[ბეთლემი|ბეთლემს]] უწოდებდნენ. იგი [[ადონისი (მითოლოგია)|ადონისის]] კულტის ადგილი იყო. [[ბიბლია|ბიბლიის]] მიხედვით ბეით-ლაჰმი მეფე [[დავითი]]ს სამშობლოა.
 
[[სახარება]]ში [[იესო ქრისტე]]ს დაბადების ადგილია. სხვა მითური ვერსიით იესო ქრისტეს მშობლები ნაზარეთში (ჩრდილოეთი პალესტინა) ცხოვრობდნენ, [[ლუკას სახარება]]ში არის ლეგენდარული ცნობა იოსებისა და [[|ღვთისმშობელი|მარიამის]] ნაზარეთიდან ბეთლეჰემში გამგზავრების შესახებ. თანამედროვე ბეით-ლაჰმის მახლობლად შემორჩენილია [[ბიბლია]]ში მოხსენიებული ე. წ. „[[დავითის ჭა]]“ — მთაში ნაკვეთი ქვაბული (ლაკვანი) წვიმის წყლის შესაგროვებლად.
 
== ლიტერატურა ==