მონოთეიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლდა მოძველებული მონაცემები
ხაზი 1:
'''მონოთეიზმი''' (''[[ბერძნ.]]'' μόνος = ერთადერთი და θεός = ღმერთი), ერთღმერთიანობა, ამა თუ იმ რელიგიაში ერთადერთი ღმერთის არსებობა, უპირისპირდება [[პოლითეიზმი|პოლითეიზმს]], მრავალღმერთიანობას. ფორმალურად მონოთეისტურად ითვლება [[იუდაიზმი]] ([[იაჰვე]]), [[ქრისტიანობა]] ([[მამაღმერთისამება]]), [[ისლამი]] ([[ალაჰი]]). თვით [[იუდაიზმი]] უძვ. წარსულში მრავალღმერთიანი ყოფილა (უძვ. [[ბიბლია|ბიბლიური]] ღმერთი "ელოჰიმ" – "ღმერთები", ტექსტში შემორჩა). [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] [[სამება]] სამსახოვანია. [[ფროიდი, ზიგმუნდ|ზიგმუნდ ფროიდმა]] თავის ანტირელიგიურ პამფლეტში "[[მოსე]] და მონოთეიზმი" (1950) ასეთი იდეა წამოაყენა: [[მოსე]] [[ფარაონი|ფარაონის]] მსახური იყო. ფარაონმა [[ამენჰოტეპ IV|ეხნატონმა]] სცადა ეგვიპტეში ერთი ღმერთის – [[ატონი|ატონის]] კულტის შემოღება. მის რეფორმას წინ აღუდგა ქურუმობა და როგორც კი ფარაონი მოკვდა, მზის ღმერთ [[ატონი|ატონის]] საქმეც დასრულდა. [[მოსე|მოსემ]] სცადა ეს იდეა ებრაელებში განეხორციელებინა, მაგრამ ხალხმა ის მოკლა, თუმცა შემდეგ ინანა, [[მოსე]] მაინც გააღმერთესო. ეს საინტერესო იდეა მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა, [[ფროიდი, ზიგმუნდ|ფროიდი]] გრძნობს ამას და მიუთითებს: დასაბუთება ჩემს შრომაში "ტოტემი და ტაბუ" მოვახდინეო. იგულისხმება მისი "[[ოიდიპოსის კომპლექსი]]", შვილების მიერ მამის მოკვლა, მერე სინანული, მამის გაღმერთება და მის სახელზე ცხოველის ტოტემად გამოცხადება. [[ფსიქოანალიზი|ფსიქოანალიზის]] ასეთი გზით (რასაც საფუძვლად სქესობრივი მიდრეკილება უდევს – ეჭვიანობა მამისადმი დედის მიმართ), ცხადია მონოთეიზმი ვერ აიხსნება, საკმარისი არგუმენტაციის არარსებობის გამო.
 
== ფორმები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონოთეიზმი“-დან