ჰარცი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინიატიურა|250პქ|ჰარცი '''ჰარცი''' ({{lang-de|Harz}}), შუა საუკუ...
(განსხვავება არ არის)

14:18, 19 თებერვალი 2012-ის ვერსია

ჰარცი (გერმ. Harz), შუა საუკუნეებში ასევე ჰარტი (Hart) — მთიანეთი გერმანიაში. იგი ჩრდილოეთი გერმანიის ყველაზე მაღალი ადგილია და მდებარეობს სამი ფედერალური მხარის, ქვემო საქსონიის, საქსონია-ანჰალტისა და თიურიგიის საზღვარზე. ჰარცის უმაღლესი მწვერვალია 1 141,1 მეტრი სიმაღლის ბროკენი.

ჰარცი

ჰარცის დიდი ნაწილი უკავია ბუნებრივ პარკებს. ჰარცის ეროვნული პარკი 2006 წლიდან პირველი გერმანული პარკია, რომელიც ორ ფედერალურ მხარეში მდებარეობს; იგი მოიცავს ორ ნაწილს: ჰარცის პარკსა (ქვემო საქსონია) და მაღალ ჰარცის პარკს (საქსონია-ანჰალტი).