ეკლესიის დევნის პერიოდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 26:
 
=== ბერძნულ–რომაული ინტელიგენციის დამოკიდებულება ===
 
მესამე ფაქტორი, რამაც განაპირობა ქრისტიანობის დევნა, იყო ინტელიგენცია.მათ დიდ უმრავლესობას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა ქრისტიანობისადმი და ამას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ინტელიგენცია წინააღმდეგი იყო ქრისტიანთა დევნისა, როგორც უხეში მეთოდისა, მაგრამ ისინი წინააღმდეგი არ იყვნენ ქრისტიანების, როგორც ხალხის განადგურებისა, რომელნიც, მათი აზრით ვნებდნენ საერთო კეთილდღეობას.თუ პირველ პერიოდში ქრისტიანობის არსებობა მეტნაკლებად შეუმჩნეველია, უკვე მეორე საუკუნის დასაწყისისათვის ქრისტიანებზე არსებობს შეხედულება, რომ ეს ხალხი, რომელნიც სამართლიანად სძულთ, მტრები არიან ადამიანთა მოდგმისა. ადამიანთა მოდგმაში კი პირველ რიგში სწორედ კულტურული მსოფლიო იგულისხმებოდა. მაშინ, როდესაც უბრალო ხალხის ნეგატიური დამოკიდებულება ქრისტიანებისადმი თანდათან ნელდებოდა, ინტელიგენციის გამორჩეული ნაწილი ისევდაისევ იმეორებდა ძველ ბრალდებებს ქრისტიანებისადმი. ამის საფუძველს ხანდახან მათ თავად ქრისტაინთა საქციელი აძლევდა. ზოგიერთი ქრისტიანი, აცხადებდა რა, რომ ქანდაკებები ღმერთები არ არის, ამის დასამტკიცებლად მათ ამტვრევდა.ინტელიგენციისათვის ამგვარი საქციელი კულტურის უარყოფის დემონსტრირება იყო, კულტურა კი რომაელი ინტლიგენციის ერთ–ერთი უმთავრესი ღირებულება იყო. ბოლოტოვის სიტყვებით " თუ რომაელი განათლებული, კულტურული ადამიანი დაკარგავდა ყველანაირ რწმენას, თუ მას არ ექნებოდა რელიგია, მას მაინც სწამდა რომაული კულტურა, რომის ყოვლისშემძლეობა, მისი მაღალი დანიშნულება მსოფლიო ცივილიზაციისათვის".ქრისტიანებში კი ამგვარი ხალხი ხედავადა ხალხს, უცხოს ამ კულტურისათვის, ინდეფერენტულად, ან კიდევ მტრულად განწყობილად ამ კულტურისადმი.
 
ქრისტიანები რომაულ კულტურას მტკიცედ უარყოფდნენ, და ეს უარყოფა არ ხდებოდა მოსგან ცამოყოფით, განცალკევებით, ისინი ცხოვრობდნენ რომაულ საზოგადოებაშ და ამის პარალელურად ზრდიდნენ შვილებს რომაული კულტურის სიძულვილით. – დაე დამთავრდეს რომი მთელი თავისი კულტურით" – ეს ფრაზე ყველაზე მეტად გამოხატავს იმდროინდელ ქრისტიანთა პოზიციას, მაგრამ ძალზედ ცოტას თუ ესმოდა, რომ ამ სიტყვებში ქრისტიანები არა რომისადმი სიძულვილს, არამედ წარმართული სამყაროს უარყოფას გამოხატავდნენ.ქრისტიანები ზეციურ მეუფებას ელოდებოდნენ.
 
ამგვარად, ერთი მხრივ, ინტელიგენციის სურვილი, რომ რომს და მის კულტურას მუდმივად ეარსება და მეორეს მხრივ, ქრისტიანთა მოლოდინი ახალი მეუფებისა, რომლისთვისაც რომი, თავისი წარმართული კულტურით, მხოლოდ დაბრკოლება იყო, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამიტომაც წარმართული სამყარო ქრისტიანებში თავინათი კულტურის მტრებს ხედავდა.<ref>იქვე, თავიII</ref>
 
== სქოლიო ==