ეკლესიის დევნის პერიოდი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ეკლესიის დევნის პერიოდი მოიცავს ეკლესიის ისტორიის მონაკვე...
(განსხვავება არ არის)

19:56, 17 თებერვალი 2012-ის ვერსია

ეკლესიის დევნის პერიოდი მოიცავს ეკლესიის ისტორიის მონაკვეთს მოციქულთა შემდგომი დროიდან მის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე. ეს არის ისტორია, რომელიც ასახავს ეკლესიის დევნას სახელმწიფოს, და ზოგადად, წარმართული საზოგადოების მხრიდან. ეკლესიის მხრიდან კი ამ დევნაზე პასუხი მოწამეობა იყო. ქრისტიანები თავიანთი სისხლით ამოწმებდნენ საკუთარ აღმსარებლობას. მთელი ორი ასწლეულის განმავლობაში ეკლესიის ცხოვრების საზომი მოწამეთა სისხლია.სხვადასხვა ეპოქაში, პოლიტიკური პირობებისა და სხვა მიზეზების შესაბამისად, დევნა ხან ძლიერდებოდა, ხან ნელდებოდა, მაგრამ მოწამეობის ჯაჭვი სავსებით არასოდეს გაწყვეტილა[1]

დევნის მიზეზები

რომის იმპერიაში ქრისტიანობის დევნის მიზეზად სხვადსახვა მიზეზებს ასახელებენ, მაგრამ სამი უმთავრესი ფაქტორი, რომელმაც ეს დევნა განაპირობა იყო:

  1. ქრისტიანობისამდი რომის სახელმწიფოს დამოკიდებულება
  2. ქრისტიანობისადმი უბრალო მოქალაქეების დამოკიდებულება
  3. ქრისტიანობისადმი ბერძნულ–რომაული ინტელიგენციის დამოკიდებულება.[2]

უბრალო მოქალაქეების დამოკიდებულება

უბრალო ხალხის ნეგატიური დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი, მისი არსებობის პირველ ეტაპზე, სავსებით დამახასიათებელი და ბუნებრივია ბნელი მასებისათვის. იმ დროისათვის ამ ფენებში ყველაზე მეტად იყო შემორჩენილი ძველი ღმერთების რწმენა, შეიძლება ითქვას გაძლიერებულიც კი, რომელიც ოდნავ განსხვავდებოდა ცრუმორწმუნეობისაგან. თეორეტიკული კითხვები: არსებობს თუ არა ღმერთი,ან კიდევ, იმსახურებენ კი ის ღმერთები თაყვანისცემას, რომელთაც მათი სახელმწიფო ეთაყვანება, მათ არ აწუხებდათ, ისინი ამაზე არ მსჯელობდნენ, მათთვის ნათელი იყო მხოლოდ ის, რომ არსებობს რაღაც, რომელიც გზავნის სიკეთეს და ბოროტებას, უფრო მეტად კი ამ უკანასკნელს, ამიტომაც აუცილებელი იყო მათი მომადლიერება. მომადლიერება კი მხოლოდ ტრადიციული გზებით შეიძლებოდა – ამა თუ იმ ცერემონიის შესრულებით. ამ დროს კი ჩნდება ქრისტიანობა, რომელიც ამგვარ ცერემონიებზე, რიტუალებზე უარს აცხადებს. ხალხი ფიქრობდა, რომ ქრისტიანთა ეს ქმედება ღმერთებს განარისხებდა არა მხოლოდ ქრისტიანებზე, არამედ მთელ იმპერიაზე. ქრისტიანობაში ისინი ხედავდნენ საფრთხეს და ამიტომ, მტულად იყვნენ განწყობილი მათ მიმართ.

ამგვარი დამოკიდებულების გაძლიერებას ხელი შეუწყო სხვადასხვა ჭორების გავრცელებამაც ქრისტიანობაზე.

უბრალო ხალხის ცხოვრება ხასიათდებოდა მაქსიმალური გახსნილობით, ყველაფერი დასანახად კედებოდა,ყველაფერი ის კი, რაც ფარულად ხდებოდა, ეჭვს იწვევდა. დაფარულ ხასიათში ქრისტიანული ღვთისმსახურებისა და ქრისტიანული საიდუმლოებებისა, ხალხში რაღაც უარყოფითს მოიაზრებდა. ტაძრების არარსებობა, ღამის შეკრებები, საიდუმლო წესები, მამაკაცთა და ქალთა საერთო ტრაპეზი გახდა საფუძველი ისეთი ჭორების გავრცელებისა, თითქოს ქრისტიანთა შეკრებებზე ორგიები ეწყობოდა, ხდებოდა მაგიური რიტუალები და მკვლელობები. ქრისტიანები კაციჭამიობაშიც კი დაადანაშაულეს. ყველაფერი ეს თანდათან ზრდიდა დაძაბულობას ქრისტინულ თემსა და უბრალო მოსახლეობას შორის.

რომის სახელმწიფოს დამოკიდებულება

ქრისტიანობის წარმოშობის მომენტისათვის რომის იმპერიაში ჰყვაოდა სხვადასხვაგვარი რელიგია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომს ჰყავდა თავისი ღმერთები, ჰქონდა თავისი ნციონალურ პოლიტიკური რელიგია. იგი არ იყო არც რწმენისა და არც მორალის სისტემა(რომის მოქალაქეს შეეძლო ერწმუნა და ძალიან ხშირად სწამდა კიდევ – უცხოელთა ღმერთები),ეს იყო წვრილმანებამდე შემუშავებული მსხვერპლშეწირვისა და ლოცვების რიტუალი, კულტი, რომელსაც, უწინარესად, სახელმწიფო–პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. მის დაცვაზე იყო დამოკიდებული იმპერიის კეთილდღეობა. ამ სიმბოლოსთან იყო დაკავშირებული მთელი მისი სახელოვანი დიდება, მთელი სიამაყე და გამარჯვებები, ყველა ტრადიცია და ყველა მოგონება. მისი უარყოფა ნიშნავდა რომის შეძულებას, რომისადმი ლოიალობაზე უარის თქმას, მეამბოხედ ქცევას. ამიტომაც ყველა თავისი ქვეშევრდომისაგან რომი ითხოვდა მხოლოდ ერთს: ამ სახელმწიფო კულტში ფორმალურ მონაწილეობას, როგორც ლოიალობის გამოხატულებას, როგორც რომის ღირებულებებისადმი დაქვემდებარებასა და ჩართულობას რომის ტრადიციებში. სამამულო ღმერთების გამოსახულებების წინაშე რამდენიმე მარცვალი საკმევლის დაწვა, იმპერატორისათვის "უფლის" წოდება, წესის აღსრულება –აი ყველაფერი, რასაც მოქალაქისგან მოითხოვდნენ, და ამის აღსრულების შემდეგ, მოქალაქეს თავისუფლად შეეძლო, ეძებმა ჭეშმარიტი რწმენა ან ცხოვრების მარადიული საზრისი ყველგან , სადაც მოისურვებდა.

სწორედ, თითქოს ამ თავისთავად ცხადი, უმარტივესი სამოქალაქო ვალდებულების შესრულებაზე განაცხადეს უარი ქრისტიანებმა და ეს უარი გადხა მათი დევნის მიზეზი. ეს არ იყო არც ჯანყი, არც სახელმწიფოს, როგორც ასეთის, დაგმობა, ან თუნდაც სახელმწიფოს ცალკეული დეფექტისა და ნაკლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. პავლე მოციქულდან მოყოლებული ქრისტიანებს თამამად შეეძლოთ დაემტკიცებინათ თავინათი "ლოიალობა" რომის მიმართ და მიეთითებინათ თავინათ ლოცვებზე იმპერატორის, ხელისუფლებისა და სამშობლოსათვის, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ორი მოთხოვნის შესრულება: იმპერატორის აღიარება "უფლად" და კერპებისათვის თუნდაც გარეგნული თაყვანისცემა.

"უფალი" იმ დროის ენაზე აღნიშნავდა აბსოლუტურ პატრონსა და მეუფეს, გაღმერთებულ ბატონს. ქრისტიანული რწმენით კი ქვეყანას მოევლინა და ქვეყნად გამეფდა ერთადერთი და ნამდვილი უფალი – იესო ქრისტე. ქრისტიანები იღებდნენ სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც, მაგრამ მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ისინი არ ზღუდავდნენ ქრისტეს უფლადმყოფობას, არ ახშობდნენ სასუფევლის აღმსარებლობას, რადგან ღმერთის სასუფეველი უკვე მოვლენილ იქნა და გაცხადდა სამყაროში და ამიერიდან ისაა ისტორიისა და ადამიანის ცხოვრების ერთადერთი საზომი. სახელმწიფოს "ფორმალური" მოთხოვნის უარყოფით ქრისტიანები სახელმწიფოს ადგილს უჩენდნენ ქრისტეს მეუფების პერსპექტივაში, თუნდაც პასიურად, მოუწოდებდნენ სახელმწიფოს დამორჩილებოდა სამყაროს მეუფეს. ერთი ტიტულის უარყოფა ავლენდა კონფლიქტთაგან უღრმესსა და უმნიშვლეოვანესს: ეკლესიის ბრძოლას არა ამა სოფლის წინააღმდეგ, არამედ ამა სოფლისათვის, ამა სოფლის მისაყვანად მეუფესთან, ვინც თავისი მეუფებით ამსოფელს ხსნა მოუვლინა.

რაც შეეხება კერპების თაყვანისცემას, რომლებიც თითქმის არავის სწამდა, აქაც, ამ მოთხოვნის შესრულების უარყოფით ქრისტიანებმა აჩვენეს, რომ ამ კერპებისადმი თუნდაც გარეგნული თაყვანისცემაში ისინი ხედავდნენ ეშმაკის ძალაუფლებას, რომელმაც მთელი სამყარო მოწყვიტა ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ცოდნისაგან და აიძულა კერპების თაყვანისცემა, მაგრამ ქრისტე მოვიდა, რათა სამყარო გაენთავისსუფლებინა ეშმაკის ამ ძალაუფლებისგან. და მაშინ – მ ბრძოლის ფონზე – უეცრად მთელი თავისი საშინელი რელიგიური მნიშვნელობით გაცოცხლდა თვით წარმართობა – როგორც სიცრუის მეუფება, როგორც ეშმაკისეული დანაწესი, რომელთანაც ქრისტიანები სასიკვდილო ორთაბრძოლაში ჩაებნენ.


ბერძნულ–რომაული ინტელიგენციის დამოკიდებულება

სქოლიო

  1. მართლმადიდებლობის ისტორიული გზა, ა.შმემანი, თბილისი, 2011 ISNB 978-9941-9172-8-8
  2. / Лекции по истории Древней Церкви, В. В. Болотов

}