ფილ კოლინზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
ფილი ცდილობდა, ყოველი საშუალება გამოეყენებინა კონცერტზე გამოსასვლელად. მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო ბარბარა სპიკის სახელობის სასცენო კოლეჯში. იგი ასევე ნიჭიერი მსახიობიც ჩანდა და მიიღო მონაწილეობა „ოლივერ ტვისტის“ სასცენო დადგმაში, სადაც არტფულ დოდჯერის როლი ანდეს. იმავე პერიოდში მან ითამაშა ბითლზის ფილმში ''[[A Hard Day's Night (ფილმი)|A Hard Day's Night]]'', სადაც მას ეპიზოდური როლი ჰქონდა — მყვირალა თინეიჯერებს შორის ფილიც იყო.
 
სამსახიობი კარიერასთან ერთად, კოლინზი მაქსიმალურ დროს უთმობდა მუსიკას. ჩიზუიკის სკოლაში მან ჩამოაყალიბა პირველი ჯგუფი The Real Thing, შემდეგ კი შეუერთდა ჯგუფს The Freehold. ამ კოლექტივში მან დაწერა პირველი სიმღერა „Lying Crying Dying“.<ref name="Hewitt official UK site bio">Hewitt, Alan. [http://www.philcollins.co.uk/biog1.htm Biography] at Collins' official website (UK). Retrieved 9 January 2006.</ref>
 
პირველი კონტრაქტი მან მოიპოვა ჯგუფის [[Flaming Youth]] მუსიკოსის ამპლუაში.<ref>Joynson, Vernon (1995). [http://alextsu.narod.ru/borderlinebooks/uk6070s/tapestry.html?http://alextsu.narod.ru/borderlinebooks/uk6070s/f5z.html#Flaming%20Youth ''The Tapestry of Delights'']. London: Borderline Books. See entry on "Flaming Youth".</ref> ამ ჯგუფმა გამოუშვა მხოლოდ ერთი ალბომი ''[[Ark 2]]'' (1969). ეს აროს მსუბუქ მელოდიებზე დაფუძნებული კონცეფტუალური დისკი, რომელშიც ნახსენებია დაშვება მთვარეზე. ჟურნალის ''[[Melody Maker]]'' გვერდებზე ამ ალბომს უწოდეს „თვის საუკეთესო პოპ-ალბომი“, „ახალგაზრდული მუსიკა, რომელიც კარგად სრულდება ლამაზი ჰარმონიებით“. ალბომიდან გამოვიდა სინგლიც, „From Now On“, რომელიც წარუმატებელი იყო და ერთწლიანი ტურნესა და სესიების შემდეგ, ჯგუფი დაიშალა.
 
== ჯენესისი ==
 
1970 წელს, კოლინზი გამოეხმაურა ''[[Melody Maker]]''-ში გამოქვეყნებულ განცხადებას. მასში იძებნებოდა დრამერი, რომელსაც აგრეთვე შეეძლებოდა 12 სიმიან გიტარაზე დაკვრა.<ref>Coleman, p.61.</ref> Genesis placed the ad after having already lost three drummers over two albums.<ref name="billbio">[http://www.billboard.com/bbcom/bio/index.jsp?&cr=artist&or=ASCENDING&sf=length&pid=4704&kw=Genesis "Genesis" Biography], Billboard.com. Accessed 16 January 2006. ]</ref> კასტინგი მოწყობილი იყო პიტერ გებრიელის მშობლების სახლში. პერსპექტიული კანდიდატები ასრულებდნენ სხვადასხვა სიმღერებს ჯენესის მეორე ალბომიდან ''[[Trespass (ალბომი)|Trespass]]''. მოგვიანებით მოსული კოლინზი უსმენდა მათ, აფიქსირებდა შეცდომებს, შემდეგ კი უნაკლოდ დაუკრა ყველა სიმღერა.
 
ერთი წლის შემდეგ, მისი მონაწილეობით, ჯგუფმა გამოუშვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბომი ''[[Nursery Cryme]]'' (1971). მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ორიგინალური ვოკალის მქონე კოლინზი მხოლოდ მეორად ვოკალებს ასრულებდა, ამ ალბომზე, სიმღერაში „For Absent Friends“ მას მთავარი ვოკალური პარტია ეკუთვნის. შემდეგი ასეთი შემთხვევა განმეორდა სიმღერაში „More Fool Me“ (ალბომიდან ''[[Selling England by the Pound]]'') (1973).
ხაზი 43:
1974 წელს, ალბომის ''[[The Lamb Lies Down on Broadway]]'' ჩაწერის დროს [[ბრაიან ინოუ]]მ, რომელმაც ე.წ. „ინოუსიფიკაცია“ გაუკეთა პიტერ გებრიელის ხმას, მოიწვია კოლინზი საკუთარი ალბომის,[[Another Green World]] ჩასაწერად. კოლინზს დაუნიშნეს ხელფასი და უხდიდნენ, როგორც სესიურ მუსიკოსს.
 
1975 წელს, ალბომის ''[[The Lamb Lies Down on Broadway]]'' მხარდამჭერი საკონცერტო ტურნეს შემდეგ, გებრიელმა დატოვა ჯგუფი და სოლო-კარიერას გაჰყვა, ხოლო კოლინზი, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მთავარ ვოკალისტად დანიშნეს. <ref>{{cite web|url=http://www.mtv.com/music/artist/collins_phil/artist.jhtml |title=Phil Collins &#124; Music Videos, News, Photos, Tour Dates, Ringtones, and Lyrics |publisher=MTV |date= |accessdate=1 January 2010}}</ref> დასარტყამებზე საკონცერტო გამოსვლების დროს უკრავდნენ [[ბილ ბრუფორდი]] და, მოგვიანებით, [[ჩესტერ ტომპსონი]].
 
ახალი ჯენესისის ალბომი ''[[A Trick of the Tail]]'' (1976) დიდ მოულოდნელობად იქცა, რადგანაც ბევრი თვლიდან, რომ ჯგუფი დაკარგავდა პოტენციალს გებრიელის წასვლის შემდეგ. ჟურნალში ''[[როლინგ სტოუნი]]'' ეწერა „ჯენესისმა აქცია გებრიელის წასვლასთან დაკავშირებული შესაძლო კატასტროფა პირველ ამერიკულ წარმატებად“.<ref>Nicholson, Kris. [http://www.rollingstone.com/artists/genesis/albums/album/215190/rid/5941181/ ''A Trick of the Tail'' review]. ''Rolling Stone''. 20 May 1976. Retrieved 10 February 2006.</ref>
 
ამავე დროს კოლინზი უკრავდა ჯაზ ბენდში [[Brand X]]. მათ ალბომზე ''[[Unorthodox Behaviour]]'' კოლინზი დასარტყამებზე უკრავს. თუმცა, შემდეგი ალბომები და საკონცერტო ტურნეები მისი მონაწილეობის გარეშე განხორციელდა, რადგანაც მან მთლიანი ყურადღება ჯენესისზე გადაიტანა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფილ_კოლინზი“-დან