რაჭის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავო დაყოფილი იყო ცალკეულ ხევებად, რომლებიც ერთ ან რამდენიმე სოფელს აერთიანებდნენ. ხევში გლეხებთან ერთად ხევის აზნაურებიც შედიოდნენ. თითოეულ ხევს ჰქონდა თავისი სამლოცველი, რომლის მთავარ დღეობაზე მთელი ხევის მოსახლეობა იყრიდა თავს. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლი ააგეს (პატარა ონის, მთის წმ. გიორგის, კრიხის საყდრები, [[ნიკორწმინდა|ნიკორწმინდის ტაძარი]] და სხვა).
 
XIII საუკუნის 80-იან წლებში [[დავით VI|დავით VI ნარინმა]] გააუქმა რაჭის საერისთავო და [[სახასო]] მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა.
 
XIV საუკუნის 30-იან წლებში [[გიორგი V ბრწყინვალე|გიორგი V ბრწყინვალემ]] საქართველოს ერთიანობა არადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთავთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488-იდან - ჩხეტიძეები. XV საუკუნის II ნახევარში, საქართველო სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, რაჭის საერისთავო [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოს]] შემადგენლობაში შევიდა. დაახლოებით ამ პერიოდში რაჭის საერისთავოს შემადგენლობაში შევიდა ძვ. სვანეთის საერისთავის ერთი ნაწილი - "მთიულეთი" (მდ. რიონისა და მდ. ცხენისწყლის სათავეებში). გვიანდელი შუა საუკუნეებში რაჭის საერისთავო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით უშუალოდ კავკასიონის მთავარ ქედს ებჯინებოდა. სვანეთიდან მას ლეჩხუმის ქედი მიჯნავდა, ლეჩხუმიდან - მდ. ასკისწყალი, ხოლო მდ. რიონის სამხრეთით - რაჭის წედი, რომელიც რაჭის საერისთავოს იმერეთისგან გამოყოფდა. გვიანდელი შუა საუკუნეებში მდ. ჯეჯორის ხეობაში საკუთრივ რაჭის საზღვრები დარვრილას ქედამდე აღწევდა. ამ მდინარის ზემოთში მდებარე [[კუდარო]] ემორჩილებოდა. თავდაპირველად კუდარო ქართველებით იყო დასახლებული. XV-XVII საუკუნეებში მათი ადგილი დვალეთიდან გადმოსულმა ოსებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მეფემ [[ბაგრატ III, ალექსანდრე II-ის ძე|ბაგრატ III-მ]] რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების მესამე - რაჭის სადროშოს - სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰწონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. ლუხუნის ხეობას, სოფ. წესსა და მდ. რიონის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფ. წესში. იქვე იდგა ერისთავთა საგვარეულო ეკლესია - [[ბარაკონი]]. XV საუკუნეში რაჭის საერისთავოს აზნაურები იყვნენ [[ჭარელიძეები]], [[ბაქრაძეები]], [[კოტრიძეები]], [[ჯაფარიძეები]], [[ლაშხიშვილები]] და [[გარაყანიძეები]]. მომდევნო ხანაში ჭარელიძეები, კოტრიძეები გადაშენდნენ. გარაყინიძეებმა და ლაშხიშვილებმა რაჭა დატოვეს. ჯაფარიძეებმა თავიანთი სათავადო ჩამოაყალიბეს. XVI-XVII საუკუნეებში შეიქმნა [[წულუკიძეები]]ს, [[იაშვილები]]სა და [[ყიფიანები]]ს სათავადოები.