თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
==მიმდინარეობა==
 
[[1394]] წელს 13 სექტემბერს თემური დიდი ლაშქრით კოლის ველიდან [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთისა]]სა და [[ქვემო ქართლი]]ს გამოვლით არაგვის ხეობისკენ გაემართა. გზადაგზა ყველაფერს ანადგურებდა, მოსახლეობას ძარცვავდა და ხოცავდა. დიდი ბრძოლები გაიმართა არაგვის ხეობაში. როგორც ჩანს, თემურის მიზანი იყო [[დარიალი]]ს გასასვლელის ხელში ჩაგდება, რათა საბოლოოდ აღეკვეთა ქართველთა მოკავშირე ჩრდილოეთ კავკასიელი მოლაშქრეების გადმოყვანა და [[თოხთამიში]]ს შესაძლო შემოსევა. საქართველოში თემურის ყოველი გამოჩენისთანავე თოხთამიში ცდილობდა აღმოსავლეთ [[ამიერკავკასია]]ში შემოჭრილიყო. ასე მოხდა ამჯერადაც. თემურლენგმა თიელთა დიდი წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო დარიალის ხელში ჩაგდება. იგი იძულებული გახდა მთიდან დაშვებულიყო, თბილისზე გავლით [[შაქი]]სკენ გაემართა. ამ დროს თემურმა შეიტყო, რომ თოხთამიში [[დერბენდი]]ს გზით [[შარვანი|შარვანში]] შეჭრილიყო და იქაურობას აოხრებდა. თემური სწრაფად გაემართა ამ მიმართულებით, მაგრამ ბრძოლას თავი აარიდა და კვლავ უკან დაბრუნდა. მისი ლაშქარი მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] პირას, მაჰმუდ-აბადს, დაბანაკდა და დაიწყო მზადება თოხთამიშის წინააღმდეგ დიდი ლაშქრობის მოსაწყობად. თემურისთვის ცხადი გახდა, რომ იგი ამიერკავკასიას და, მათ შორის საქართველოსაც, ვერ დაიმორჩილებდა თუ თოხთამიშს არ დაამარცხებდა.
 
[[1395]] წლის გაზაფხულზ თემური დარუბანდის გზით ჩრდილოეთ კავკასიაში გადავია. თოხთამიშიც მომზადებული დახვდა. ბრძოლა მოხდა მდინარე [[თერგი]]ს პირად, რომელშიც თემურლენგმა გაიმარჯვა. გადაწვა და გაანადგურა [[ოქროს ურდო]]ს დედაქალაქი [[სარაი-ბერქე]] და სხვა ქალქები, რის შემდეგაც უკან დაბრუნებულმა დალაშქრა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, რომელთაც კავშირი ჰქონდათ საქართველოსთან, დაუნგრია ქრისტიანული ტაძრები და ძალით მიაღებინა [[ისლამი]].
 
თემურლენგი დერბენდის გავლით შარვანში მივიდა და იქ დაბანაკდა. მან ირანი და მისი მიმდებარე ქვეყნები, რომელთა შორის საქართველოც იგულისხმებოდა, თავის ვაჟს – მირანშაჰს დაუმტკიცა. 1397 წელს თემურლენგი [[სამარყანდი|სამარყანდში]] დაბრუნდა და დაიწყო მზადება [[ინდოეთი|ინდოეთში]] გასალაშქრებლად.
 
==იხილეთ აგრეთვე==