ბადენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: ar:بادن
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Map-DR-Baden.svg|thumb|ბადენიო [[გერმანიის იმპერია]]ში]]
'''ბადენი''' ([[გერმ.]] '''Baden''') — [[1806]] წლიდან [[1871]] წლამდე დამოუკიდებელი გერმანული სახელმწიფო [[რაინი]]ს მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე [[გერმანია|გერმანიის]] სამხრეთ დასავლეთში. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ [[1945]] წლამდე იყო [[გერმანიის იმპერია|გერმანიის იმპერიის]] შემადგენელი ქვეყანა. [[1918]] წლამდე ბადენი მონარქიული იყო (თავდაპირველად აბსოლუტური, შემდეგ კონსტიტუციული), [[1918]]-დან [[1933]] წლამდე [[დემოკრატია|დემოკრატიულ]] [[რესპუბლიკა|რესპუბლიკას]] წარმოადგენდა, [[1933]]-[[1945]] წლებში კი ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის ნაწილი იყო. დღეს ყოფილი ბადენის ტერიტორიები [[ბადენ-ვიურტემბერგი]]ს ფედერალურ მხარეს ეკუთვნის და [[გერმანია|გერმანიის]] შემადგენლობაში შედის.
'''ბადენი''' ([[გერმ.]] '''Baden''') [[რეინი]]ს მარჯვენა ნაპირზე, [[გერმანია|გერმანიის]] სამხრეთ დასავლეთში.
 
ჯერ კიდევ [[შუა საუკუნეები]]დან მოყოლებული გერმანიაში ერთი და იმავე წარჩინებული ოჯახის სხვადასხვა შტოები მართავდნენ სამთავროებს „ბადენის“ სახელწოდებით, თუმცა ისინი სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავდნენ. [[ნაპოლეონი]]ს ეპოქაში, [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში დაარსებული [[ბადენის დიდი საჰერცოგო]] [[1871]] წელს [[გერმანიის იმპერია|გერმანიის იმპერიის]] დაარსებისას მის შემადგენლობაში შევიდა, საზღვრები კი [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასრულებამდე იგივე დარჩა.
 
[[1947]]-[[1952]] წლებში არსებობდა ბადენის მიწა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეთა ოკუპაციის გამო ისტორიული ბადენის მხოლოდ სამხრეთ ნაწილს მოიცავდა, ჩრდილოეთი ნაწილი კი ''ვიურტემბერგ-ბადენის'' მიწის შემადგენლობაში შედიოდა. [[1952]] წელს ბადენი და ვიურტემბერგ-ბადენი, ასევე ვიურტემბერგ-ჰოენცოლერნის მიწა გაერთიანდა და შეიქმნა [[ბადენ-ვიურტემბერგი]], რომელიც დღემდე [[გერმანია|გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის]] ერთ-ერთი ფედერაულირი მხარეა.
 
{{ესკიზი-გერმანია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბადენი“-დან