ჟაკ მერინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
ჟაკ-რენე მერინი დაიბადა [[პარიზი|პარიზთან]] ახლოს მდებარე კომუნაში, [[1936]] წლის [[28 დეკემბერი|28 დეკემბერს]]. სწავლობდა ერთ-ერთ პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში, საიდანაც ინციდენტის გამო გარიცხეს. [[1955|1955 წელს]] დაქორწინდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ [[ალჟირი|ალჟირში]] წავიდა საომრად. [[1959|1959 წელს]] დაბრუნდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. [[1961]] წლის [[4 ნოემბერი|4 ნოემბერს]] მეორეჯერ დაქორწინდა.
 
პირველად მერინი დაიჭირეს [[1962|1962 წელს]] ბანკის გაძარცვის გამო. იმ დროისათვის უკვე პროფესიონალი მძარცველი იყო. მიესაჯა 18 თვით თავისუფლების აღკვეთა. ციხიდან გაათავისუფლეს [[1963|1963 წელს]]. სამუშაოდ მოეწყო არქიტექტურულ კომპანიაში, თუმცა შემცირების გამო [[1964|1964 წელს]] სამუშაოდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, მერინი ისევ დაუბრუნდა კრიმინალურ ცხოვრებას. [[1965|1965 წლის]] 2 დეკემბერს დააპატიმრეს პალმა-დე-მალიორკაზე, სამხედრო გუბერნატორის აგარაკზე, დოკუმენტების მოპარვის გამო. მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. [[1966]] წლის [[ოქტომბერი|ოქტომბერში]] კანარის კუნძულებზე გახსნა რესტორანი. იმავე წლის დეკემბერში გაძარცვა საიუველირო მაღაზია ქალაქ [[ჟენევა]]ში. [[1967]] წლის [[მაისი|მაისში]] ქალაქ [[კომპიენი|კომპიენში]] გახსნა სასტუმრო. [[1967]] წლის [[15 ნოემბერი|15 ნოემბერს]] შამონში გაძარცვა სასტუმრო. [[1968]] წელს [[კანადა]]ში გაიქცა. ერთი წლის შემდეგ მიდის [[აშშ]]-ში. [[1972|1972 წლის]] ბოლოსთვის მერინი ბრუნდება მშობლიურ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], სადაც აგრძელებს ბანკების ძარცვას.
 
სხვადასხვა დროს აგრეთვე გაქცევაში იმყოფებოდა [[სიცილია]]ში, [[ალჟირი|ალჟირში]], [[ლონდონი|ლონდონში]], [[ბრიუსელი|ბრიუსელში]], ხოლო [[1978]] წელს დაბრუნდა [[პარიზი|პარიზში]]. ჟაკ მერინი მოკლეს [[1979]] წლის [[2 ოქტომბერი|2 ოქტომბერს]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟაკ_მერინი“-დან