ფედერიკო ფელინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
 
'''ფედერიკო ფელინი''' ({{lang-it|Federico Fellini}}; დ. [[20 იანვარი]], [[1920]]. [[რიმინი]], [[იტალია]] — გ. [[31 ოქტომბერი]], [[1993]]. [[რომი]], [[იტალია]]) — იყო [[იტალიელები|იტალიელი]] [[კინორეჟისორი]]. ცნობილია მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული სტილით, რომელიც ფენტეზისა და ბაროკოს ერთგვარი ნაზავია. მას [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყოველთაოდ აღიარებულ კინორეჟისორად მიიჩნევენ.
 
==ბიოგრაფია==
 
ბავშვობაში ფელინი ცირკით იყო გატაცებული და ერთხელ მოხეტიალე [[ცირკი|ცირკთან]] ერთად გაიპარა კიდეც. მოგვიანებით ამან მის ფილმებში ჰქპოვა ასახვა, განსაკუთრებით კი ფილმში [[ჯამბაზები]]. ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ [[ფლორენცია]]ში, შემდეგ კი [[რომი|რომში]] ჟურნალისტად.
 
კინოში მისი მისვლა [[რობერტო როსელინი]]ს დამსახურებაა. როსელინის მოეწონა იმხანად კარიკატურისტი ფელინის მიერ დახატული შარჟი და მას სცენარისტობა შესთავაზა.მოგვიანებით ფელინიმ აღნიშნა, რომ რომ არა როსელინი, იგი, შესაძლოა, ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი.
 
ფელინის პირველი წარმატებული ფილმი იყო [[გზა (1954 წლის ფილმი)|„გზა"]]. ფილმი გახდა ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის და [[ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი]]ს „ვერცხლის ლომის” მფლობელი. ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა [[ჯულიეტა მაზინა]] - ფელინის მეუღლე. ასევე მაზინამ შეასრულა მთავარი როლი ფილმში [[კაბირიას ღამეები]], სადაც მეძავის ცხოვრებაა ასახული.
 
ფილმმა „[[ტკბილი ცხოვრება]]" კანის საერთაშორისო კინოგესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლს [[მარჩელო მასტროიანი]] ასრულებდა. მასტროიანმა ამის შმედგომაც შეასრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ფელინის ფილმებში. ფილმში გაკრიტიკებული იყო ბურჟუაზია, ეკლესია, მაღალი საზოგადოება, მათი "ტკიბილი" თუმცა უშინაარსო ცხოვრება. ფილმის ჩვენებამ კანის კინოფესტივალზე გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი. მათ ფელინის ბოლშევიკი უწოდეს.
 
„ტკბილი ცხოვრება" ფელინის მერვე ფილმი იყო. მეცხრე ფილმის გადაღებისას კი შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა. თუმცა მან მოულოდნელი გამოსავალი იპოვა: გადაიღო ფილმი [[რვანახევარი]] სადაც აღწერა ცნობილი რეჟისორი, რომელიც შემოქმედებით კრიზისშია და ვერ ახერხებს დაწყებული ფილმის დასრულებას. რეჟისორის როლს [[მარჩელო მასტროიანი]] ასრულებდა.
 
==რჩეული ფილმოგრაფია==
Line 36 ⟶ 48:
*1980 - [[ქალთა ქალაქი]]
*1986 - [[ჯინჯერი და ფრედი]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{ვიკიციტატა}}