აპოლონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: an:Apolo (mitolochía)
ხაზი 21:
 
[[ათენი|ათენსა]] და საბერძნეთის სხვა ქალაქებში აპოლონს თვლიდნენ გზების, მგზავრების და მეზღვაურების მფარველად. აპოლონთან, როგორც უბედურებათა უკუმგდებ ღმერთთან, დაკავშირებულია მითები მის ასკლეპიოსთან ნათესაობის შესახებ. შედარებით ადრე აპოლონს აღიარებენ აგრეთვე მზის სხივის ღვთაებად. ამასთან დაკავშირებით აღმოცენდა მისი კიდევ ერთი ზედმეტი სახელი აპოლონ ფებოსი (ბრწყინვალე), რაც შესაძლებელია მოხდა ადგილობრივი ქალღმერთის ფებეს კულტის უარყოფის შემდეგ. ბერძნული რელიგიის განვითარებასთან დაკავშირებით აპოლონმა შთანთქა [[ჰელიოსი|ჰელიოსის]] კულტიც. აპოლონი ითვლება აგრეთვე მიწათმოქმედების ღმერთად, ამაზე მეტყველებენ აპოლონის პატივსაცემი ატიკური დღესასწაულები. აპოლონი, როგორც მიწათმოქმედების ღმერთი, ჩამორჩება აპოლონს როგორც ომის ღმერთს. ძველი ბერძნები, ადამიანის უეცარ გარდაცვალებას მხოლოდ და მხოლოდ აპოლონისაგან ნატყორცნი [[ისარი|ისრის]] შედეგად მიიჩნევდნენ. [[იტალია|იტალიაში]] არსებული ბერძნული კოლონიების გამო აპოლონის კულტი გადავიდა რომშიც და იქ, ჩვენს ერამდე 31 წელს, მას ტაძარიც კი აუგეს. პალატინის ახლოს მდებარე აპოლონის ტაძარი იმპერიის პერიოდში ერთ–ერთი უმდიდრესი ტაძარი იყო მთელ [[რომის იმპერია|რომის იმპერიაში]]. აპოლონს სწირავდნენ [[დაფნა|დაფნას]] და [[პალმა|პალმას]]. აპოლონის წმინდა ცხოველებია: [[მგელი]], [[დელფინი]], [[ქორი]], [[თაგვი]] და სხვა. ძველ გამოსახულებებში აპოლონი მაღალი, გამართული, გრძელთმიანი და უწვერ–ულვაშო ახალგაზრდაა, მისი ატრიბუტებია: ლირა, ხმალი და კითარა. ელინისტურ პერიოდში აპოლონი გამოისახებოდა მჯდომარე ყმაწვილად ლირის დაკვრის პროცესში. სხვადასხვა მოქანდაკეთა მიერ შესრულებულ აპოლონის ქანდაკებებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მათი რომაული ასლები. თანამედროვე გაგებით აპოლონი [[მუსიკა|მუსიკისა]] და [[პოეზია|პოეზიის]] ღვთაებაა, ფებოსი კი მზის პოეტური მნიშვნელობაა.
 
==წყაროები==
*[[ჰომეროსი]], ''[[ილიადა]]'' ii.595–600 (c. 700 ძვ.წ.)
*[[სოფოკლე]], ''ოიდიპოს მეფე''
*[[ოვიდიუსი]], ''მეტამორფოზისი'' 10. 162–219 (1–8 CE)
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commons|Apollo}}
* [http://www.maicar.com/GML/Apollo.html აპოლონი ]
 
{{ბერძნული მითოლოგია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აპოლონი“-დან