ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Giorgi13 ცვლილებების გაუქმება (№1851620)
clean up using AWB
ხაზი 43:
|კატეგორია ვიკისაწყობში =
}}
'''ალი''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარის]] [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის მუნიციპალიტეტში]]. მდებარეობს [[მდინარე]] [[ჭერათხევი]]ს ნაპირებზე. ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე. [[ხაშური]]დან 25 კმ. არის [[თემი]]ს ცენტრი. სოფელში არის [[ბიბლიოთეკა]], კინოთეატრი (ამჟამად უმოქმედო), წყარო, სტადიონი, საჭიდაო მოედანი. სოფელში [[2006]] წლის [[1 იანვარი|1 იანვრის]] მონაცემებით ცხოვრობს 474 [[კომლი]], სულ 1375 [[ადამიანი]]. სოფელში დგას: [[ალის დედაღვთისა|დედაღვთისა]], [[ალის კვირაცხოვლის ეკლესია|კვირაცხოვლის ეკლესია]], [[ალის ღვთისმშობლის ეკლესია|ღვთისმშობლის ეკლესია]], [[უსანეთის ეკლესია]] და [[ჯანიაურების ეკლესია]].
 
ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას (XII ს.). ჩრდილოეთიდან მას იცავდა [[ალის ციხე]], ხოლო სამხრეთიდან — [[ნაბახტევის ციხე|ნაბახტევისა]]. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVIII ს. კვლავ დაწინაურდა და [[ზემო ქართლი]]ს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და [[მოურავი]] განაგებდა.