კვიპაროზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
| ncbi =
}}
'''კვიპაროზი''' (Cupressus), მარადმწვანე ხეების, იშვიათად ბუჩქების, გვარი [[კვიპაროზისებრნი|კვიპაროზისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. პირამიდული ან გაშლილვარჯიანი ხეებია. აქვთ ყავისფერი ქერქი და ჯვარედინ-მოპირისპირედ განწყობილი ქერქლისებრი წიწვები. მეტნაკლებად მომსხო ბურთისებრი [[გირჩა|გირჩები]] მწიფდება მე-2 წელს. გვარში 15-20 სახეობაა. გავრცელებულია [[ევროპა|ევროპის]], [[აზია|აზიის]], ჩრდილოეთ აფრიკასა და [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] ზომიერად თბილ სარტყელში. [[ყირიმის ნახევარკუნძული|ყირიმში]], [[კავკასია|კავკასიასა]] და [[შუა აზია|შუა აზიის]] ზოგ რაიონში კულტივირებულია 11 სახეობა.
 
[[საქართველო]]ში 9 სახეობაა შემოტანილი და მათგან უფრო ფართოდ მოშენებულია [[მარადმწვანე კვიპაროზი]] (Cupressus sempervirens) — ხე, რომლის სიმაღლე 30-60 მ აღწევს. ცნობილია მისი 2 ფორმა: პირამიდული და ჰორიზონტული. კვიპაროზი [[მეზოფიტები|მეზოფიტია]], ყინვას — 20°C-მდე იტანს, ნიადაგის მიმართ საკმაოდ განურჩეველია. სამშობლოდ ჰიმალაის მთების სამხრეთ კალთებს მიიჩნევენ. XIX საუკუნამდე პირამიდულ კვიპაროზს საქართველოში [[ალვის ხე]]ს ეძახდნენ. ეს სახელი დაერქვა საქართველოში [[მაზდეანობა|მაზდეანობის]] გავრცელებასთან დაკავშირებით. სახელი „ალვის ხე“ ანუ „წვის ხე“ თავისი ვიწრო პირამიდული ჰაბიტუსის გამო მართლაც კარგად ესადაგებოდა მარადმწვანე კვიპაროზს, როგორც მაზდეანური სარწმუნოების ემბლემას. საქართველოში იზრდება აგრეთვე ლუზიტანური, ჰიმალაური, არიზონული და სხვა კვიპაროზები, რომლებიც გამოყენებულია ქარსაფარ ზოლებად და დეკორატიულ ბაღღმშენებლობაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვიპაროზი“-დან