ანა (დიდი ბრიტანეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Queen anne england.jpg|thumb|დედოფალი ანა]]
'''ანა''' ([[ინგლ.]] Anne) (დ. [[6 თებერვალი]], [[1665]] – გ. [[1 აგვისტო]], [[1714]]), [[ინგლისი]]ს და [[შოტლანდია|შოტლანდიის]] დედოფალი [[სტიუარტების დინასტია|სტუარტების დინასტიიდან]] [[1702]]–[[1707]] წლებში და [[დიდი ბრიტანეთი]]ს დედოფალი 1707–1714 წლებში. [[ჯეიმზ II (ინგლისი)|ჯეიმზ II-სა]]სა და [[მარია დ’სტა]]ს ასული. [[1683]] წელს იქორწინა [[დანია|დანიის]] მეფის [[ფრედერიკ III (დანია)|ფრედერიკ III-ის]] ვაჟზე გეორგზე.
 
ანა სტიუარტი [[ტორი]]ელი დედოფალი იყო. თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იგი ყოველთვის ამ პარტიას უჭერდა მხარს და ყოველთვის ერთგული იყო [[ანგლიკანური ეკლესია|ანგლიკანური ეკლესიის]]. იგი გამოირჩეოდა კარგი ხასიათით და ზრდილობით, მაგრამ არ იყო ჭკვიანი, იყო გაუბედავი იყო და მრჩეველებზე ძლიერ იყო მრჩეველებზე დამოკიდებული. პირველ ხანებში მასზე დიდი გავლენა ჰქონდა ჰერცოგ [[მალბორო]]ს და მის მეუღლეს, სარას. [[ესპანეთი|ესპანეთთან]] წარმატებული ომი, რომელმაც ანას მმართველობის მთელ პერიოდს გასტანა, ჰერცოგ მალბოროს დამსაურებადამსახურება იყო. მიუხედავად პოლიტიკის წარმატებისა, ანა წუხდებოდა [[ვიგი|ვიგების]] ბატონობით. დროთა განმავლობაში დედოფალსა და [[სარა მალბორო]]ს შორის ურთიერთობები გაცივდა. მისი ადგილი ახალგაზრდა [[აბიგალ მეშემი|აბიგალ მეშემმა]] დაიკავა. მისი გავლენით, დედოფალმა მთავრობიდან დაითხოვა რამდენიმე ვიგი და მმართველობა ლორდ ბლინგბროკს გადასცა. [[1713]] წელს მან მოახერხა [[საფრანგეთი|საფრანგეთთან]] ძალიან მომგებიანი ზავის დადება. ინგლისმა[[გიბრალტარი]]ს და [[მინორკა|მინორკის]] გარდა მიიღო ფრანგული მიწები [[ამერიკა]]ში — [[ახალი შოტლანდია]], [[გუდზონის ყურე|გუდზონის ყურის]] მიწები, [[ნიუფაუნდლენდი]] და [[სან-კრისტოვი]].
 
1707 წელს მოხდა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა — ინგლისის და შოტლანდიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ეწოდა. ამიერიდან პარლამეტში შოტლანდიელი დეპუტატბიც ირჩეოდნენ.