The Lamb Lies Down on Broadway: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
გებრიელმა დაიწყო ტექსტების წერა და მუსიკალური ექსპერიმენტების ძიება. რეპეტიციები გადიოდა სტუდიაში Headley Grange, სადაც უფრო ადრე მუშაობდა [[ლედ ზეპელინი]]. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. ახალი მასალა იყო უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა ალბომების ვრცელი ეპიკური ნაშრომები, მაგრამ პიტერი მეტად უცნაური, გამუდმებით დაძაბული იყო. ნაწილობრივ ვიღაცამ ეს დააბრალა სტუდიის აურას - [[ლედ ზეპელინი]]ს გიტარისტი [[ჯიმი პეიჯი]] თითქოს თავის ოკულტურ წესებს იცავდა და უცნაურ ექსპერიმენტებს ატარებდა ამ სტუდიაში (თუმცა, არავის ეს არ დაუმტკიცებია). თავისი როლი ითამაშა მუდმივმა დაღლილობამ, ყველაფერთან ერთად პიტერის მეუღლე ჯილი ფეხმძიმედ იყო.
 
ალბომზე მუშაობა უკვე მთელი ძალებით მიმდინარეობდა, როდესაც გებრიელს დაურეკა ჰოლივუდურმა რეჟისორმა უილიამ ფრიდკინმა. მას სურდა ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელსაც ჰოლივუდთან შეხება არ ჰქონია. პიტერთან დაკავშირების სურვილი გაუჩნდა ალბომის [[Genesis Live]] კონვერტზე გამოტანილი უცნაური ისტორიის წაკითხვის შემდეგ. მისი თქმით, ამან მისცა სიგნალი. თავდაპირველად პიტერმა უარი უთხრა თანამშრომლობაზე, მაგრამ რამდენიმე დღეში მისი ბერვები აღარ ძლებდა, იგი აბსოლუტურად არ აკონტროლებდა თავის თავს. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს გებრიელი მოულოდნელად შეატა ველოსიპედს, გაიქცა უახლოესი სატელეფონო ჯიხურისაკენ, დაურეკა ფრიდკინს, შემდეგ კი დაუბრუნდა კოლეგებს და აუწყა, რომ რამდენიმე თვე სცენარზე იმუშავებს. მისივე თქმით, ეს იქნებოდა მცირე შესვენება, მაგრამ სხვებმა უარი უთხრეს, რაზეც პიტერმა განაცხადა, რომ ჯგუფიდან წავა. მაშინ ჯენესისის სხვა წევრებმა ისიც კი ივარაუდეს, რომ დარჩებიან ინსტრუმენტულ კოლექტივად. საბოლოოდ, სიტუაცია განმუხტა [[ქარიზმაCharisma რეკორდსიRecords]]-ის პროდიუსერმა ტონი სტრეტონ-სმიტმა. მან ღიად განუცხადა ფრიდკინს, რომ მისმა პროექტმა შესაძლებელია დაასამაროს ეს ჯგუფი. ფრიდკინი გაოგნებული იყო და უბრალოდ თავს იმართლებდა იმით, რომ მხოლოდ რამდენიმე იდეა სჭირდებოდა და არა პიტერის აქტიური ჩართვა მის პროექტში. ამის შემდეგ ტონის რამდენიმე საათი დასჭირდა, რათა პიტერი ჯგუფში დაებრუნებინა.
 
სარეპეტიციო სესიების მსვლელობისას მუსიკოსებს მრავალი იმპროვიზაციის საშუალება ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი იმპროვიზაციის შედეგი იყო Fly On A Windshield, ალბომის მეორე კომპოზიცია. საბოლოდ, ალბომზე მუშაობა დასრულებული იქნა, [[ბრაიან ინოუ]]ს ნაწილობრივი დახმარებით და ყველა სიმღერა ჩაწერილი იქნა სტუდიაში, ინსტრუმენტული კომპოზიციების სახით, რასაც მუსიკოსთა ვოკალების დადება მოჰყვა.
 
საგულისხმოა სიმღერების სამუშაო ვერსიების სახელწოდებები:
 
* The Lamb Lies Down on Broadway - Broadway
* Fly on a Windshield - Pharaohs going down the Nile
* Grand Parade of Lifeless Packaging - March
* Counting Out Time - Sex Song
* Back in NYC - 7/8 stones
* Lilywhite Lilith - The Light
* The Waiting Room - Evil Jam
* Anyway - Anyway
* Silent Sorrow in Empty Boats - Victory At Sea
* Slippermen - Chinese Jam (Arrival) / Slipperman
* Ravine - Storm at Sea
* Riding The Scree - 9/8 solo
* In The Rapids - Blue Lagoon
* It - Wild West
 
==სიმღერების სია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/The_Lamb_Lies_Down_on_Broadway“-დან