The Police (ჯგუფი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: la:The Police
ხაზი 33:
ივლისშივე მათ დაიწყეს სახელით The Police გამოსვლა. პადოვანის შესაძლებლობები, როგორც გიტარისტის, შეზღუდული იყო. აგვისტოში მან დატოვა ჯგუფი და The Police სამუდამოდ იქცა ტრიოდ. <ref>{{harvnb|Summers|2006|pp=174–176.}}</ref> 77/78 წლებში სტინგი და სამერსი ასევე თანამშრომლობდნენ გერმანელ კომპოზიტორ ებერჰარდ შონერთან. საბოლოოდ მათი ჩანაწერები სამი ალბომის სახით გამოიცა - როგორც როკის, ელექტრონული მუსიკისა და ჯაზის ნაზავი.<ref>"Trance-Formation" (EMI 1C 064-32 526) ენდი სამერსთან (1977); "Flashback" (EMI 1C 066-32 839) სტინგი, ენდი სამერსი, სტიუარტ კოუპლენდი (1978); "Video-Magic" (EMI 1C 064-45 234) სტინგი, ენდი სამერსი (1978).</ref> გარდა ამისა, იმავე პერიოდში სტინგის გამოჩენამ გერმანული ტელეარხების ეთერში ცხადჰყო, რომ მის ვოკალს საკმაოდ მძლავრი ტემბრი აქვს და ეს იქცა The Police-ის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად.
 
სტინგმა თავი აჩვენა, როგორც შესანიშნავმა სიმღერების ავტორმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ლირიკა ყოველთვის გამოირჩეოდა ფილოსოფიური თემების განხილვით, ალბომში [[Ghost in the Machine (ალბომი)|Ghost in the Machine]] ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა.
 
ისევე როგორც [[The Clash]], The Police იყო ერთ-ერთი პირველი მეინსტრიმული ჯგუფი, რომელმაც რეგეი როკ მუსიკას შეურწყდა. ხოლო ჯგუფის იმიჯი იმ დროის სიმბოლოდ იქცა. სამივე წევრმა სპეციალურად შეიღება თმები ღია ფრად, რაც მათ გამოარჩევდა. <ref>Obrecht, Jan. "Andy Summers". {{harvnb|Menn|1992|p=246}}</ref> მაგრამ მათი გარიყვა პანკ-სცენისგან დაიწყო საღეჭი რეზინის [[Wrigley's Spearmint]] რეკლამით. <ref name="allmusic.com"/>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/The_Police_(ჯგუფი)“-დან