ვატერლოოს ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
188.169.100.228-ის წვლილი, გადმოტანილია სტატია ნაპოლეონის ომებიდან
ხაზი 21:
 
== ბრძოლა ==
1815 წელს ბელგიაში, სოფელ ვატერლოოსთან გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა, სადაც ინგლისის, ჰოლანდიის და პრუსიის ალიანსი დაუპირისპირდა [[ნაპოლეონ I|ნაპოლეონის]] ფრანგულ არმიას. ბრძოლის წინა დღეს უპირატესობა ნაპოლეონის მხარეს იყო, რადგან ლინის ბრძოლის შემდეგ პრუსიელთა ძალები, რომელთაც ფელდმარშალი [[გებჰარტ ლებერეჰტ ფონ ბლუხერი|ბლუხერი]] ხელმძღვანელობდა მოწყვეტილი იყო ინგლის-ჰოლანდიის კოალიციისგან. ამის შემდეგ ნაპოლეონი ბრიტანალების პოზიციებისკენ დაიძრა, თუმცა [[ართურ უელესლი, I ჰერცოგი უელინგტონი|ლორდი უელინგტონი]] უკვე წასული დაუხვდა. ფრანგები კოალიციას უკან გაყვნენ, თუმცა მათ შორის ბრძოლას კოკისპირულმა წვიმამ შეუშალა ხელი.
 
მეორე დღეს ჯარები განლაგდნენ ერთმანეთის პირისპირ. რვა საათზე აპირებდა ნაპოლეონი ბრძოლის დაწყებას, მაგრამ ჩათვალა რომ, კავალერია და არტილერია ვერ მოახერხებდა გადაადგილებას ტალახში, რითაც რამდენიმე საათი წააგო, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. კარგი განწყობა შეინიშნებოდა ფრანგულ არმიაში, საფრანგეთის მარშალი და ნაპოლეონთან დაახლოებილი ადამიანი [[მიშელ ნეი]] არ აფასებდა მათ წინააღმდეგ მებრძოლ ალიანსს და ამბობდა რომ სულ რაღაც ორ საათში გაანადგურებდა "სიპაების გენერალს" (უელინგტონს). ნაპოლეონის დავალებით, მარშალი [[ემანუელ დე გრუში]] გაემართა ბლუხერისკენ, რათა გზა გადაეკეტა მასთვის და არ მიეცა საშუალება შეერთებოდა უელინგტონს.
თორმეტ საათზე ნაპოლეონის არტილერიამ ველინგტონის ჯარების ცენტრისკენ მიიტანა შეტევა, სადაც პიტკონის ქვეითები იყვნენ განლაგებულნი. "ინგლისელები ისე ეცემოდნენ ძირს როგორც კეგლის გრუზები"(ჯ.ლოუფორდი). ბრძოლის დროს ველინგტონი ამბობდა: "ღმერთო დიდებულო, ეს კაცი ას ზარბაზანს ისე მარჯვედ ატრიალებს, როგორც ერთ პისტოლეტს." ინგლისელ გენერალს თავისი შტაბი უკანდახევას თხოვდა, მაგრამ ის არ აპირებდა "შეშინებული ქათამივით აქეთ-იქით სირბილს" და ბრძანება გასცა რომ მდგარიყვნენ უკანასკნელ ჯარისკაცამდე. ნაპოლეონის არტილერია კი ცეცხლს აძლიერებდა, საბოლოოდ ველინგტონმა თახნმობა მისცა თავის გენერლებს რომ ასი მეტრით უკან დაეხით და როგორმე თავი დაეღწიათ ჭურვების წვიმისგან.
 
ნეიმ ბრიტანელების ეს ნაბიჯი უკანდახევად ჩათვალა და ყველაზე კარგ დროდ შეტევისთვის. მან 16 000-იანი ესკადრონი ორად გაყო და შეუტია ალიანსს. კვლავ არ ღალატობდა იღბალი ველინგტონს, რუკაზე არ იყო დატანილი ხრამი ვატერლოოს ველზე სადაც 8000 ცხენოსანი მიემართებოდა და იქიდან რამდნიმე ასეულიღა გადაურჩა ჩაჩეხვას. ნეი მაინც არ შეეგუა ესკადრონის ნახევრის დაკარგვას, ინგლისელების ცამეტ კარეს შეუტია და 8 გაარღვია კიდეც. ამ დროს ნაპოლეონი ცოფებს ყრიდა, გაწბილებული იყო ნეის საქციელით და იძახდა: "როგორ შეიძლება კავალერიის შეტევა ინფანტერიის დახმარების გარეშე". მაგრამ კავალერიის როლი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, 8 კარეს განადგურების გარდა მათ ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს ფეხოსნებს და შოტლანდიელებისგან შემდგარი "Royal Greys" კავალერია თითქმის ბოლომდე გაანადგურეს.{{ფაქტი}}
 
ბრძოლის მიმდინარეობისას გორაკზე გამოჩნდა მომავალი ჯარი. უელინგტონს ისინი პრუსიელები ეგონა, ხოლო ნაპოლეონი დარწმუნებული იყო რომ მათ გრუშის ნაწილები უახლოვდებოდნენ, რომლებმაც პრუსიელებს უკან დაახევინეს და ახლა იმპერატორის დასახმარებლად დაბრუნდნენ. ველინგტონის ჰერცოგი ხვდებოდა რა ახლოს იყო დამარცხებასთან და ამბობდა: "ღმერთო მომეცი ღამე ან ბლუხერი". იმ დღეს იღბალი აშკარად ინგლისელების მხარეს იყო, ღმერთმა მისცა ბლუხერი. გორაკზე გაჩერებული ჯარს შავი მუნდირი ემოსა, რომელიც პრუსიელების ნიშანი იყო. გრუშიმ ვერ მოახერხა აღეკვეთა პრუსიელთა მოძრაობა და არასწორად იმოქმედა, რის შედეგადაც ბლუხერის გენერალი ბიულოვი სწრაფად დაიძრა ვატერლოოსკენ, მას სხვა კორპუსებიც მიჰყვნენ. ნაპოლეონმა ჩართო უკანასკნელი რეზერვი ბრძოლაში, [[საიმპერატორო გვარდია (ნაპოლეონ I)|საიმპერატორო გვარდია]] (გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი). ამ გვარდიის შეტევისთვის ჯერ არავის ჰქონდა გაძლებული და იმპერატორი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა ხოლმე. გვარდიამ შეუტია ალიანსს, მათ გაარღვიეს პირველი ხაზი, გადათელეს არტილერია, დაამრცხეს პოლ ჰეკეტის ბრიგადა მაგრამ მეტის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო. ველინგტონის ფერდობზე ჩასაფრებული მეიტლენდის რამდენიმე რაზმმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნა და საბოლოოდ დაახევინა უკან ფრანგებს. ორგანიზებულად იხევდა უკან გვარდია, რასაც ველინგტონის კიდევ ერთი აღფრთოვანება მოჰყვა: "დიდებულია, დიდებულია". 5 ათასი ჯარისკაცი მოექცა 80 000 მოკავშირის ალყაში, ველინგტონის ჯარისკაცები ყოველი მხრიდან ესროდნენ მათ. გენერალმა კოლმა არტილერიას ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა:"ეს უკვე მკვლელობაა, ნამდვილი მკვლელობა. შეწყვიტეთ სროლა". მან აღმართა თეთრი დროშა და ჯარისკაცებს მიმართა რომ არავინ დაივიწყებდა მათ გმირობას, მაგრამ მოვიდა დრო რომ დანებდნენ. ფრანგების გენერალმა პიერ კამბრონმა კი ამაზე დაუყვირა: "merde!" რაც უკიდურესი ფორმაა დაუმორჩილებლობის და შეურაცყმყოფელ ფორმაში გამოითქმის (ფრანგული გინებაა). არსებობს მეორე რომანტიკული ვერსია სადაც კამბრონი პასუხობს:"ნეხვო!!! გვარდია იღუპება მაგრამ არ ნებდება".{{ფაქტი}} ამის შემდეგ დაჭრილი კამბრონი მიწაზე ეცემა და გვარდიის სისხლი ვატერლოოს ველზე დაიღვრება.
 
როდესაც გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი გმირულად იბრძოდა, ძველ გვარდიას ნაპოლეონი გაყავდა ბრძოლის ველიდან. კიდევ შეეძლო ნაპოლეონს ბრძოლების წარმოება, მის განკარგულებაში იყო 120 000 ჯარისკაცი, მაგრამ მას აღარ უნდოდა კამპანიებში მონაწილეობის მიღება. არსებობს ვერსია რომ, რიგითი ფრანგები მას სასახლეში უვარდებოდნენ და ინგლისელების განადგურებასაც თხოვდნენ. ის გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც სავარაუდოდ მოწამვლით მოკლეს 1821 წელს.
 
გრუშის შეცდომას არასდროს დაუვიწყებენ ფრანგები, მოღალატედაც შერაცხეს. იმ დროინდელ საფრანგეთში არსებობდა ეჭვი რომ ის შეეკრა ინგლისელებს, რაც შემდგომ გაქარწყლდა და მისი მოქმედება უინიციატივობას მიაწერეს.
 
{{ესკიზი-ომი}}