მარტყოფის ღვთაების მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: thumb|350px|ღვთაების მონასტერი '''ღვთაების მონასტერი''' ...)
 
[[ფაილი:Gvtaeba.jpeg|thumb|350px|ღვთაების მონასტერი]]
'''[[მარტყოფი|მარტყოფის]] ღვთაების მონასტერი''' მდებარეობს სოფ. მარტყოფის ([[გარდაბანი|გარდაბნის]] რაიონი) მახლობლად, [[თბილისი|თბილისიდან]] აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. ტყით დაფარულ [[იალნოს ქედი|იალნოს ქედზე]].
'''ღვთაების მონასტერი''' დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა [[ანტონ მარტყოფელი]]ს მიერ [[IV საუკუნე]]ში. [[პლატონ იოსელიანი]] წერს, რომ ამ ადგილას [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] აგებული ეკლესიის ნანგრევები ყოფილა და სწორედ იქ დაუსვენებია მამა ანტონს ედესიდან ჩამოტანილი თიხის ხელთუქმნელი ხატი.
'''ღვთაების მონასტერი''' დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა [[ანტონ მარტყოფელი]]ს მიერ [[VI საუკუნე]]ში.
 
ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალს]] აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს [[პლატონ იოსელიანი|პალტონ იოსელიანსაც]].
ამ ხატს ღვთაების ხატს უწოდებენ, ამიტომ მონასტერსაც ღვთაების მონასტერი ჰქვია. ანტონი აქ თავდაპირველად მარტო მოღვაწეობდა. ამიტომ მიიღო მან ანტონ მარტოდმყოფელის სახელი. მონასტერთან ახლო მდებარე სოფელმა აკრიანმა აქედან მიიღო სახელწოდება [[მარტყოფი]].
VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა [[საქართველო|საქართველოში]] მოსული [[ასურელი მამები]]დან ერთ-ერთი, [[ანტონ მარტყოფელი]]. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად [[მარტყოფი]] მიიღო.
მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.
 
XI ს., როცა [[კვირიკე III]] კახთა მეფემ [[კახეთის სამეფო]] საერისთავოებად დაყო, [[მარტყოფი]] [[რუსთავი|რუსთავში]] მჯდომ ერისთავს დაექვემდებარა, ეკლესიურად კი [[რუსთველი ეპისკოპოსი]]ს სამწყსო გახდა. მონასტერი მუდამ განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. 1265 წ., როცა [[ოქროს ურდო]]ს მბრძანებლის [[ბერქა]] ყაენის ლაშქრობას ქალაქი [[რუსთავი]]ც შეეწირა, საეპისკოპოსო კათედრალი რუსთავიდან სწორედ [[მარტყოფი|მარტყოფში]] გადმოვიდა.
==მამა ანტონის კოშკი==
მონასტერი მამა ანტონის კოშკის ჩათვლით ნაგებობათა მთელ კომპლექსს წარმოადგენს. კოშკი აღმართულია სალ კლდეზე, სადაც მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი გაატარა.
 
ღვთაების მონასტერი სასტიკად აოხრდა [[თემურ ლენგი]]ს 1395 წ. შემოსევის დროს. მაშინ დაიკარგა ტაძარში დასვენებული [[მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი]], რომელიც [[ანტონ მარტყოფელი|ანტონ მარტყოფელმა]] [[ედესა|ედესიდან]] ჩამოაბრძანა და რომლის სახელიდანაც წარმოდგა მონასტრის სახელწოდება - ღვთაების მონასტერი.
ჟამთა მსვლელობაში მონასტერმა მრავალი ცვლილება განიცადა. [[IX საუკუნე]]ში მამა ანტონის კოშკის ჩათვლით იგი პირველად შეაკეთეს. კოშკი ამის შემდეგ აღარ შეკეთებულა. მოგვიანებით [[XVII საუკუნე]]ში მარტყოფელ ხუროშვილის მიერ აიგო სამრეკლო, მას "თუშმალად" მოიხსენიებენ. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში მონასტრის ტერიტორიაზე ააგეს კელიები როგორც საეკლესიო პირებისთვის, ისე მლოცველებისთვის. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 40-იან წლებში დიდი მიწისძვრა მოხდა, მან დანგრია მთავარი ტაძრის გუმბათი. [[1847]] წელს დაიწყეს მისი აღდგენა. [[რუსები|რუსი]] [[მხატვარი|მხატვრის]], ტროშინსკის მიერ ახლიდან იქნა შესრულებული მთელი ფერწერა, რომელიც [[1856]] წელს დასრულდა. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] პორტრეტები. ამავე წელს [[ნორიო]]დან მონასტერში მიმავალ საეკიპაჟო გზაზე აღმართული იქნა ქვის სვეტი შუქურისათვის, რათა გაადვილებულიყო ღამით მონასტერში ასვლა. დღეს შემორჩენილია ამ შუქურის ნაშთი, რომელსაც "მისალოცავს" უწოდებენ. მონასტრის შეკეთებაში აქტიური მონაწილეობა მიიღი ნორიოელმა ქტიტორმა(სპონსორი) და მამასახლისმა, ივანე პეტრეს-ძე არჯევანიძემ, რომელიც მაკაროვის გვარით არის მოხსენიებული ხალხურ ლექსში „არსენა“.
 
XV ს. [[საქართველო]]ს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, კახეთის მეფე [[გიორგი I]]-მა (1466-1476 წწ)ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით კახეთის საერისთავოები გააუქმა და მათ ნაცვლად მთელი კახეთი ოთხ სადროშოდ დაყო. მათ სათავეში კი არა ერისთავები, არამედ ეპისკოპოსები ჩააყენა. მათ შორის მეოთხე სადროშოს და იმავე დროს ჯარის მარცხენა ფლანგის წინამძღოლად დანიშნულ იქნა რუსთველი ეპისკოპოსი, რომლის სასპასპეტოში შედიოდა გარე-კახეთი [[ქიზიყი|ქიზიყამდე]] და მარტყოფ-საგურამო, რეზიდენცია კი მარტყოფის მონასტერში იყო. აქ ინახებოდა სადროშოს საბრძოლო დროშა. მის ერთ მხარეზე გამოსახული იყო ხელთუქმნელი ხატი, მეორეზე კი [[წმინდა გიორგი]]. მედროშე ეპისკოპოსები სადროშოებს მოურავების საშუალებით მართავდნენ. ასეთივე მოურავი ჰყავდა მარტყოფსაც. მარტყოფის მონასტრის მნიშვნელობა განისაზღვრებოდა მისი მდებარეობით, რომელიც თავდაცვისათვის ხელსაყრელ ადგილს გულისხმობდა.
==მამა ანტონის საფლავი==
XVIII ს. დასაწყისში ერთხანს მარტყოფის მონასტერს აფარებდა თავს თურქთა ტყვეობიდან გაქცეული კახეთის მეფე [[კონსტანტინე II]] [[მაჰმად-ყული ხანი]]. ამის გამო იყო, რომ 1723 წ. [[თურქები|თურქებმა]] მარტყოფი დალაშქრეს, მოსახლეობა დაარბიეს, ტაძარი დაარბიეს და ხატები შემუსრეს.
[[1870]]-[[1871]] წლებში მორწმუნეთაგან მიღებული თანხებით მოწყობილი იქნა ე.წ. „საეკიპაჟო“ გზა ნორიხევიდან მონასტრამდე. მონასტერი მნიშვნელოვანია არა მარტო არქიტექტურული თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური დანიშნულებითაც. მას შემდეგ რაც [[1265]] წელს [[ოქროს ურდო]]დან შემოჭრილმა ბერქა ყაენმა [[რუსთავი]] გადაწვა, საეპისკოპოსო ცენტრი მარტყოფში გადმოიტანეს და ღვთაების მონასტერი გახდა ეპისკოპოსის სამყოფელი. მონასტერის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც [[კახეთის სამეფო]]ში [[XV საუკუნე]]ში გატარებული რეფორმის შედეგად იგი კახეთის ერთ-ერთი სამხედრო ერთეულის - სადროშოს ცენტრად იქცა. აქ ინახებოდა სადროშოს საბრძოლო დროშა. მის ერთ მხარეზე გამოსახული იყო ხელთუქმნელი ხატი, მეორეზე კი [[წმინდა გიორგი]].
ამავე XVIII ს. დასაწყისში კახეთის გამგებლის [[დავით II]] [[(იმამ-ყული ხანი)]]-ს ბრძანებით ღვთაების მონასტრისთვის უფლება მიუციათ [[პატარძეული]]დან მარტყოფამდის სამღებროები აეშენებინა, რაც მეცნიერთა აზრით იგივე საბაჟო უნდა ყოფილიყო.
 
მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც გახსნილი იყო სკოლა. პლატონ იოსელიანი წერს: „მამაჩემი იყო ამ სკოლის უკანასკნელი მოსწავლე“. სკოლამ არსებობოარსებობა შეწყვიტა [[1752]] წელს ლეკთა თავდასხმის გამო. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან [[1914]] წლამდე ჩატარდა მთელი რიგი აღდგენითი სამუშაოები (ამჟამად მონასტერი არის მოქმედი).
 
საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა ღვთაების მონასტერმა XIX ს. დასაწყისამდე შეინარჩუნა. მაგრამ ლეკიანობის, თუ სხვა ჯურის მტრის შემოსევების შედეგად მარტყოფის მიდამოები მოოხრდა და გაუდაბურდა. 1811 წლისთვის [[რუსთავი]]ს საეპისკოპოსო სამწყსო მხოლოდ 8 სოფელსა და ერთ თავადს მოითვლიდა. [[რუსეთი]]ს მიერ [[საქართველო]]ს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ [[რუსთავი]]ს ეპარქიაც გაუქმდა.
თავად მარტყოფის ღვთაების მონასტერი მოქმედებდა 1934 წლამდე. შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს.
XX ს. 50-60-იან წლებში მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის [[ილია II]]-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წ. აღდგა. ამჟამად აქ [[აფხაზეთი]]ს ეპქრქიაა თავშეფარებული.
მონასტრის ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებში განსაკუთრებულია 1918 წ. 26 აგვისტოს ღამე, როდესაც აქ თავის სენაკში ვერაგულად მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[კირიონ II]].
 
==არქიტექტურული ანსამბლი==
 
მონასტერი, რომ ნამდვილად სამხედრო დანიშნულებისა იყო, ამას ადასტურებს [[ვახუშტი ბატონიშვილი]]. ის ამბობს, რომ მონასტერი არის „მსგავსი ციხისაო“. მონასტერს გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. მისი სიმაღლე 8მ. სიგანე კი 2მ. უდრიდა. [[1752]] წელს იგი დაუნგრევიათ [[ლეკები|ლეკთა]] მარბიელ რაზმებს. დღეისთვის მისი ნაშთებია შემორჩენილი.
 
სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისაგან შედგება. მონატრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია ,,ხელთუქმნელი ხატის'' გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა. ტაძარმა მრავალგზის განიცადა ნგრევა.დღეს მის ადგილას უფრო მცირე ზომის ტაძარი დგას. XIX ს. 40-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრამ ღვთაების ტაძარს გუმბათი მოანგრია, რომელიც იმავე პერიოდში საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით აღდგენილ იქნა და რუსი მხატვრის ტროშინსკის მიერ ახლიდან მოხატურლი. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] პორტრეტები. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში [[ანტონ მარტყოფელი|ანტონ მარტყოფლის]] საფლავია. ამავე ტაძრის ძირში შემორჩენილია საძვალე.
მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც გახსნილი იყო სკოლა. პლატონ იოსელიანი წერს: „მამაჩემი იყო ამ სკოლის უკანასკნელი მოსწავლე“. სკოლამ არსებობო შეწყვიტა [[1752]] წელს ლეკთა თავდასხმის გამო. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან [[1914]] წლამდე ჩატარდა მთელი რიგი აღდგენითი სამუშაოები (ამჟამად მონასტერი არის მოქმედი).
 
ტაძრის აღმოსავლეთით დგას სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც ფასადში ჩადგმული წარწერის თანახმად, 1629 წ. აუგია კალატოს ახვერდას. სამრეკლო XVII ს. [[ნინოწმინდა|ნინოწმინდის]], [[ურბნისი]]ს და [[ანჩისხატი]]ს სამრეკლოთა მსგავსი ნაგებობაა.
 
მონასტრიდან აღმოსავლეთით, მთის თავზე დგას მამა ანტონის სვეტი, რომლის ნანგრევებზე უკანასკნელ დროს ახლიდან აშენდა კოშკი. სწორედ აქ გაატარა მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი.
 
ჟამთა მსვლელობაში მონასტერმა მრავალი ცვლილება განიცადა. პირველად ის IX საუკუნეში შეაკეთეს. ნიშანდობლივია, რომ კოშკი ამის შემდეგ აღარ შეკეთებულა. XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე მონასტერი საფუძვლიანად შეკეთებულა. 1848-1855 წწ. ნორიოს მამასახლისის ივანე არჯევანიძის თაოსნობით (რომელიც მაკაროვის გვარით არის მოხსენიებული ხალხურ ლექსში „არსენა“) სამონასტრო კომპლექსში კიდევ ერთი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. სწორედ ამ დროს შესრულდა ტროშინსკის მიერ ახალი მხატვრობაც. ამავე წლებში [[ნორიო]]დან მონასტერში მიმავალ საეკიპაჟო გზაზე აღმართული იქნა ქვის სვეტი შუქურისათვის, რათა გაადვილებულიყო ღამით მონასტერში ასვლა. დღეს შემორჩენილია ამ შუქურის ნაშთი, რომელსაც "მისალოცავს" უწოდებენ.
 
==ლიტერატურა==
# ,,ქართლის ცხოვრება''. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. I. თბ., 1955.
# ,,ქართლის ცხოვრება''. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. II. თბ., 1959.
# ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ,,ქართლის ცხოვრება''. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. IV. თბ., 1973.
# საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.). ქართული სამართლის ძეგლები. III. თბ.,1970.
# ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. IV. თბ., 1967.
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
==რესურსები ინტერნეტში==
[http://www.old-garemo.dlf.ge/norio/"ჩემი გარემო" ფონდი "ირმის ნახტომის" საბუნებისმეტყველო საგნების პროექტების ფარგლებში გამოცხადებული სასკოლო პროექტების კონკურსი.]
 
http://saunje.ge/index.php?option=com_content&view=article&id=29%3A2010-01-28-19-23-33&catid=1%3A2010-01-24-19-54-07&Itemid=3&lang=ka
 
http://www.orthodoxy.ge/restavratsia/martkopi/martkopi.htm
 
[[კატეგორია:კახეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]