ერიხ მარია რემარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Carmen-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს EmausBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 37:
 
== შემოქმედება ==
 
ეპოქის ღრმა ცოდნა, ადამიანის შინაგანი სამყაროსა და ბუნების ზედმიწევნით ზუსტი აღქმა, კაცობრიობის საჭირბოროტო პრობლემების ნათელი და უბრალო ასახვა, სამწერლო ენის დიდოსტატური ლაკონურობა - აი ის თვისებები, რის გამოც რემარკმა დიდი სახელი მოიხვეჭა მსოფლიოს თანამედროვე ლიტერატურაში. დახვეწილი გემოვნებით, თხრობის თავისებური მანერით, ფრაზის მოქნილობით, ადამიანის უანგარო სიყვარულით რემარკი განსაკუთრებით გამოირჩევა მე - 20 საუკუნის მწერლობაში.
 
რემარკის რომანები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. საერთო და მსგავსია არა მარტო წერის მანერა, არა მარტო თხრობის სტილი, ენა (შედარებები, ეპითეტები, მეტაფორები), თუ მხატვრული ხერხები, არამედ ხშირად - პასაჟები, სცენები, განწყობილება, ზოგჯერ მოქმედ პირთა სახელები და გვარებიც კი.
 
რემარკის ნაწარმოებთა თემატიკა და პრობლემატიკა არა არის მრავალფეროვანი. მის შემოქმედებაში ძირითადად 3 თემა მუშავდება:
 
ომი, ჯარისკაცთა ფრონტული ცხოვრება, ომის საშინელებანი;
 
ომში მორალურად და ფსიქიკურად გაჩანაგებული თაობის (დაკარგული თაობის) გაჭირვებული ცხოვრება, სასოწარკვეთილი ბრძოლა ცხოვრებაში ფეხის მოკიდებისათვის;
 
ანტიფაშისტური ემიგრანტების გაძაღლებული ცხოვრება უცხოეთში.
 
 
ალბათ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში გაჭირდება ისეთი მწერლის დასახელება, რომელსაც ამდენი სიკვდილი, მკვლელობა ექნება აღწერილი, როგორც რემარკს. დამახასიათებელია რემარკის რომანთა სევდიანი ფინალი. თითქმის ყველა მის ნაწარმოებს პესიმისტური ბოლო აქვს.
თუმცა სრულიად აშკარაა მწერლის პაციფისტური და ანტიმილიტარისტული პოზიცია, რაც უპირველს ყოვლისა, საკუთარ გამოცდილებასა და ფრონტზე მიღებულ შთაბეჭდილებებს უკავშირდება. მწერლის მსოფლმხედველობით ომი კაცობრიობის კატასტროფაა, ეს ძალმომრეობაა კაცობრიობაზე; ტრაგედიაა, როგორც დამარცხებულებისათვის, ასევე გამარჯვებულებისათვის, რადგან ომი არ უფრთხილდება ყველაზე დიდ ფასეულობას დედამიწაზე -სიცოცხლეს.
 
 
 
=== რომანები ===
 
{{ვიკიციტატა}}
* (Die Traumbude) (1920)
Line 78 ⟶ 56:
* Das gelobte Land (1970)
* "[[აჩრდილები სამოთხეში]]" (Schatten im Paradies) გამოქვეყნდა (1971)
 
== ლიტერატურა ==
 
კაკაბაძე ნ. ''ნარკვევები მეოცე საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან''. ტ. 1. თბილისი: გამომცემლობა „ცოდნა“, 1964
 
{{DEFAULTSORT:რემარკი, ერიხ მარია}}