დემეტრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატეგორია
No edit summary
ხაზი 1:
''კურსივი'''''დემეტრა''' (ბერძნ. Δημήτηρ Dēmētēr), ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. [[კრონოსი|კრონოსისა]] და [[რეა|რეას]] ასული.
 
დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და [[ზევსი|ზევსის]] ასული [[პერსეფონე]] ზევსისავე ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა. განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი დედამიწაზე - დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი - მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები - დემეტრასა და პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს აიგივებდნენ თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დემეტრა“-დან