ბრისტოლის უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: en:University of Bristol is a good article
No edit summary
ხაზი 34:
}}
 
'''ბრისტოლის უნივერსიტეტი''' — [[უნივერსიტეტი]] [[ბრისტოლი|ბრისტოლში]], [[ინგლისი]]. ბრისტოლის უნივერსიტეტი შედის [[ბრიტანეთი]]ს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სიაში.<ref>[http://www.guardian.co.uk/education/2010/apr/15/elite-universities-underprivileged-intake-struggle ელიტარული უნივერსიტეტები ცდილობენ არაპრივილეგირებულთა მიღების გაზრდას]</ref> გაზეთ [[ტაიმსი]]ს 2010 წლის რეიტინგული შეფასების მიხედვით, ბრისტოლი შედის ბრიტანეთის მოწინავე 10 უნივერსიტეტის სიაში<ref>[http://extras.timesonline.co.uk/stug/universityguide.php კვირის ტაიმსის უნივერსიტეტების რეიტინგი]</ref>, ხოლო მსოფლის უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგის მიხედვით (აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი არის კერძო და ექვემდებარება საკუთარ კრიტერიუმებს) ბრისტოლი არის მსოფლიოს 61 უნივერსიტეტი; ამ სიაში ბრიტანეთის მხოლოდ 4 სხვა უნივერსიტეტი: [[ოქსფორდის უნივერსიტეტი|ოქსფორდი]], [[კემბრიჯის უნივერსიტეტი|კემბრიჯი]], [[ედინბურგის უნივერსიტეტი|ედინბურგი]], [[უნივერსიტეტის კოლეჯი ლონდონი]] და [[მაჩესტერის უნივერსიტეტი|მანჩესტერი]] შედის.<ref>[http://www.arwu.org/ARWU2009.jsp მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგი]</ref> QS World University Rankings-ის მიერ 2011 შემოთავაზებულ რეიტინგში კი ბრისტოლი მსოფლიოს საუნივერსიტეტო რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს.<ref>[http://www.topuniversities.com/institution/university-bristol/wur QS World University Rankings-ის 2011 წლის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგი]</ref>
 
ბრისტოლი არის [[რასელის ჯგუფი]]ს<ref>[http://www.russellgroup.ac.uk/our-universities/ რასელის ჯგუფის ქსელური გვერდი]</ref>, [[კოიმბრას ჯგუფი]]ს<ref>[http://www.coimbra-group.eu/01_about_us.php კოიმბრას ჯგუფის ოფიციალური ქსელური გვერდი]</ref> და [[მსოფლიო უნივერსიტეტების ქსელი]]ს<ref>[http://www.wun.ac.uk/about/members მსოფლიო უნივერსიტეტების ქსელის ოფიციალური გვერდი]</ref> წევრი, რომლის ამჟამინდელი თავმჯდომარე ბრისტოლის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი, პროფესორი [[ერიკ თომასი]]ა. უნივერსიტეტში ამჟამად დაახლოებით 23,000 სტუდენტი სწავლობს. თითო ადგილზე აპლიკანტთა რაოდენობის გათვალისწინებით, ბრისტოლის უნივერსიტეტი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტია. <ref>[http://www.timesonline.co.uk/tol/life_and_style/education/good_university_guide/article2166328.ece ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფილი, გაზეთი ტაიმსი]</ref> 2005 წელს ჟურნალი [[The Scientist (ჟურნალი)|The Scientist]]-ის მიერ ბრისტოლის უნივერსიტეტი დასახელდა ამერიკის გარეთ ნომერ მეხუთე და ბრიტანეთის ნომერ პირველ საუკეთესო დამსაქმებელ ადგილად მკვლევართათვის; ეს ნომინაცია 3,500 საერთაშორისო მკვლევარის აზრზე იყო დამოკიდებული. <ref>[http://news.bbc.co.uk/2/hi/uk_news/england/bristol/somerset/4256297.stm ბრისტოლის უნივერსიტეტი 'საუკეთესო სამუშაო ადგილის' რეიტინგში მაღლა დგას]</ref>