რუხის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''რუხის ბრძოლა 1779''', იმერეთ-გურია-ოდიშის ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. ქუჩუკ-კაინარჯის 1774 ზავით თურქეთმა იმერეთის საქმეებში ჩარევის უფლება დაკარგა. [[1779]] ოსმალეთი შეეცადა იმერეთისათვის ჩამოეშორებინა მისი მოკავშირე [[ოდიშის სამთავრო]] და აფხაზეთის[[აფხაზეთი]]ს ტერიტორიიდან ოდიშზე გაილაშქრა, ოსმალთა მოკავშირეებად გამოვიდნენ [[აფხაზები]], [[ჯიქები]], [[ალანები]], [[ჩერქეზები]], [[ბალყარელები]] და ყირიმელი თათრები. [[ კაცია II დადიანი|კაცია II დადიანმა]] დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. [[სოლომონ I]] იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა. მტერმა [[ენგური]] გადალახა და ზუფდიდისაკენ დაიძრა, რომელიც [[რუხის ციხე|რუხის ციხესა]] და ზუგდიდს შორის მოხდა, იმერეთ-გურია-ოდიშის ლაშქრის სრული გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ. მტრის [[არტილერია]]. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან.
 
==ლიტერატურა==
*საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუხის_ბრძოლა“-დან