მოგზაურობა მთვარეზე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა კინოფილმი | სახელი = მოგზაურობა მთვარეზე | სურათი = Le...
(განსხვავება არ არის)

13:04, 5 თებერვალი 2012-ის ვერსია

A Trip to the Moon (ფრანგ. Le Voyage dans la lune) — 1902 წლის ფრანგული, შავ-თეთრი მუნჯი, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი. იგი ეფუძნება ჟულ ვერნის რომანს „დედამიწიდან მთვარეზე“ და ჰერბერტ უელსისს რომანს „პირველი ადამიანები მთვარეზე“. [1]

„მოგზაურობა მთვარეზე“
რეჟისორი ჟორჟ მელიესი
პროდიუსერი ჟორჟ მელიესი
სცენარის ავტორი ჟორჟ მელიესი
გასტონ მელიესი
როლებში ჟორჟ მელიესი
ვიქტორ ანდრე
ბლუ ბერნონი
ჟან დ'ალსი
ანრი დელანუა
ოპერატორი მიშო
ლუსიენ ტენგი
სტუდია Lobster Films
დისტრიბუტორი Gaston Méliès Films
გამოსვლის თარიღი
  • 1 სექტემბერი, 1902 (1902-09-01)
ხანგრძლივობა 14 წთ. (წამში 16 კადრით)
8 წთ (წამში 25 კადრით)
ქვეყანა თარგი:FR
ენა ფრანგული
ბიუჯეტი 10,000 ფრანგული ფრანკი

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჟორჟ მელიესი, ხოლო რეჟისორის თანაშემწეა მელიესის ძმა, გასტონი. ფილმი, ფირის წამში 16 კადრის სიჩქარით დატრიალების შემთხვევაში 14 წუთს გრძელდება - ფილმის გადაღების მომენტისათვის ეს იყო სტანდარტი კინოში. ფილმს გამოსვლისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად და იგი ითვლება მელიესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომად. ეს ასევე არის კინოს ისტორიაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის პირველი ფილმი, რომელიც იყენებს ანიმაციისა და სპეციალური ეფექტების ნოვატორულ ხერხებს. მათ შორის არის ცნობილი კადრი, რომელშიც კოსმოსური ხომალდი ეშვება მთვარის თვალში.

The Village Voice-მა „მოგზაურობა მთვარეზე“ დაასახელა ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმს შორის, #84 პოზიციაზე. [2]

სქოლიო

  1. Dirks, Tim. A Trip to The Moon. FilmSite.org. ციტირების თარიღი: 2007-01-08.
  2. The 100 Greatest Films of the 20th Century

რესურსები ინტერნეტში