იმპერიული ტაძრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|დათო}} '''იმპერიული ტაძრების''' ({{lang-de|Kaiserdom}}) სახელით მოი...
 
No edit summary
ხაზი 6:
შპაიერის ტაძარი იმპერატორ [[კონრად II (სრი)|კორნარდ II]]-ის ბრძანებით დაახლოებით 1030 წელს აიგო, როგორც სალიების დინასტიის წარმომადგენელ მეფეთა და იმპერატორთა საძვალე, მოგვიანებით კი, [[1082]]-[[1104]] წლებში [[ჰაინრიხ IV (სრი)|ჰაინრიხ IV]]-ის დროს აამაღლეს და კამაროვანი გადახურვა გაუკეთეს.
 
მაინცის ტაძრის მშენებლობა დაიწყო [[975]] წლის შემდეგ ვილიგისის მიერ, რომელიც მცირეწლოვანი [[ოტო III (სრი)|ოტო III]]-ის დროს ფაქტობრივ მმართველს წარმოადგენდა; [[1081]] წელს ხანძრის შედეგად დამწვარი ტაძარი [[ჰაინრიხ IV (სრი)|ჰაინრიხ IV]]-მ განაახლა და თავიდან ააშენებინა. მაინცის ტაძარში მოხდა რამდენიმე გერმანლი მმართველის კორონაცია: [[ფილიპ შვაბი]], [[ფრიდრიხ II (სრი)|ფრიდრიხ II]], [[ჰაინრიხ IV რასპე]], [[ჰაინრიხ II (სრი)|ჰაინრიხ II]] (სავარაუდოდ ჯერ კიდევ მშენებარე ტაძარში) და [[კორნარდ II (სრი)|კორნარდ II]].
 
ვორმსის ტაძარს იმპერიულ ტაძართა სიაში თავისი მასშტაბებისა და ბრწყინვალების გამო ათავსებენ. გარდა ამისა, იგი იმპერატორ [[კორნარდ II (სრი)|კორნარდ II]]-ის ოჯახის საძვალეს წარმოადგენდა.
 
იმპერიულ ტძრებად მიიჩნევენ ასევე საქსონიელი კაიზერის [[ლოთარ III (სრი)|ლოთარ III]]-ის მიერ აგებულ [[კენიგსლუტერის ტაძარი|ტაძარს კენიგსლუტერში]] და [[ჰაინრიხ II (სრი)|ჰაინრიხ II]]-ის მიერ აგებულ [[ბამბერგის ტაძარი|ბამბერგის ტაძარს]]. გარდა ამისა, ვინაიდან [[აახენის ტაძარი|აახენისა]] და [[ფრანკფურტის ტაძარი|ფრანკფურტის ტაძრებიც]] ისტორიულად რომაულ-გერმანული იმპერატორებისა და მეფეების კორონაციის ტრადიციული ადგილები იყო, მათაც იმპერიულ ტაძრებს მიათვლიან.
 
== გალერეა ==
<gallery>
Datei:Mainzer Dom vom Kreuzgang.jpg|მაინცის ტაძარი
Datei:Worms Doom 2005-05-27a.jpg|ვორმსის ტაძარი
Datei:Speyer Dom meph666-2005-Mar-15 p2.jpg|შპაიერის ტაძარი
Datei:Aachener Dom.jpg|აახენის ტაძარი
Datei:Mk Frankfurt Dom Saalhof.jpg|ფრანკფურტის ტაძარი
Datei:BambergDom.jpg|ბამბერგის ტაძარი
Datei:Kaiserdom Königslutter.jpg|კენიგსლუტერის ტაძარი
</gallery>