ეპისკოპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: hy:Եպիսկոպոս
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Mitra5.jpg|მინი|[[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეპისკოპოსის [[მიტრა (თავსაბურავი)|მიტრა]]]]
'''ეპისკოპოსი''' ([[ბერძნ.]] episkopos, სიტყვა-სიტყვით - მეთვალყურე, ზედამხედველი) - რომის კათოლიკურ, მართლმადიდებლურ და ანგლიკანურ ეკლესიებში ღვთისმსახურთა უმაღლესი წოდება, საეკლესიო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი, იგივეა, რაც არქიელი (მღვდელმთავარი), მღვდლობის უმაღლესი ხარისხის მქონე, რომელსაც უფლება აქვს შეასრულოს ქრისტიანობის შვიდივე [[საიდუმლო]] და აკურთხოს [[მირონი]].
 
Line 6 ⟶ 7:
 
საქართველოში ეპისკოპოსის თანამდებობა IV საუკუნეში შემოვიდა. ძველი ქართული წყაროებით ასახელებენ პირველ ეპისკოპოსს [[იოანე მთავარეპისკოპოსი|იოანეს]], რომელიც საბერძნეთიდან მოვიდა და მცხეთაში იჯდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასთან ერთად იზრდებოდა ეპისკოპოსთა რიცხვიც. V საუკუნიდან ისინი ექვემდებარებოდნენ "ქართლის კათალიკოსს", XI საუკუნიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. VII საუკუნიდან სავალდებულო იყო ეპისკოპოსის უქორწინება, ამიტომ მას მონაზონთაგან ირჩევდნენ. ეპისკოპოსს "მწყემსსაც", "მღვდელმთავარსაც" უწოდებდნენ. უმაღლესი საეკლესიო თანამდებობის პირის ტიტული იყო [[კათოლიკოსი]] და კათოლიკოს-პატრიარქი. შუა საუკუნეების საქართველოში ეპისკოპოსებმა დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერეს მიაღწიეს და საერო ფეოდალებს გაუთანასწორდნენ. ამასთან, ისინი რელიგიის საშუალებით დიდ მორალურ ზემოქმედებას ახდენდნენ მოსახლეობაზე. მათ უხდიდა საეპისკოპოსო გადასახადს ([[დრამა]], [[ნიშანი]], [[საკანონო]] და სხვა). ეპისკოპოსები აქტიურად ერეოდნენ შინაფეოდალურ პოლიტიკურ საქმიანობაში, ზოგჯერ ცენტალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სეპარატისტულ მოძრაობასაც ედგნენ სათავეში. სახელმწიფოსადმი ეკლესიის დაქვემდებარების შმდეგ (XII საუკუნეში, [[დავით IV|დავით აღმაშენებლის]] დროს) ეპისკოპოსებს უმრავლესობა მეფის პოლიტიკურ საყრდენ ძალად იქცა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ (XV ს.) ეპისკოპოსები თავიანთი მეფე-მთავრების მოკავშირეებად გამოდიოდნენ.
 
==ლიტერატურა==
* ''ლომინაძე ბ.'', ქსე, ტ. 4, გვ. 168, თბ., 1979
 
{{ესკიზი-რელიგია}}
==წყაროები==
* Ignatius of Antioch, ''Epistles of to the Ephesians, Magnesians, Trallesians, and Smyrnans'', Lightfoot, trans., Harmer, ed. (Kessinger, 1891/2003). ISBN 0-7661-6498-5
* Mathews, James, ''Set Apart To Serve: The Role of the Episcopacy in the Wesleyan Tradition'' (Nashville: Abingdon, 1985).
* Moede, Gerald, ''The Office of Bishop in Methodism: Its History and Development'' (Nashville: Abingdon, 1965).
 
{{საეკლესიო წოდებები}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეპისკოპოსი“-დან