ვიქტორ დოლიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
ვიქტორ დოლიძე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური მონაცემებით. კომერციულ სასწავლებელში სწავლისას იგი ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს. მშობლებს სურდათ, ვიქტორი [[ბანკი]]ს მოხელე გამოსულიყო, მაგრამ მას [[მუსიკა]] იტაცებდა და თავისი ხანმოკლე ცხოვრება სწორედ ამ საყვარელ საქმეს უძღვნა. ვიქტორ დოლიძემ ცხოვრების დიდი ნაწილი სიღარიბესა და გაჭირვებაში გაატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ძალიან მხიარული და ხალისიანი იყო, ამასთან არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ვიქტორი სასწავლებლად [[კიევი|კიევში]] გაემგზავრა, საიდანაც ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მისი სამუსიკო კარიერა რომანსებით დაიწყო.
 
თბილისის კომერციულ სასწავლებელში სწავლისას ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი (მანდოლინისა და გიტარის, რომელთა ვირტუოზი შემსრულებელი თვითონვე იყო). [[1910]] წელს თბილისში გამართულ მანდოლინაზე დამკვრელთა კონკურსზე I პრემია დაიმსახურა. [[1917]] წელს დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი. პარალელურად მეცადინეობდა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასებში. აქვე მოიმოისმინა მუსიკალური თეორიის დისციპლინების კურსი. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში შექმნა სამი ოპერა: "[[ქეთო და კოტე (ოპერა)|ქეთო და კოტე]]" (ა. ცაგარელის "[[ხანუმა]]ს" მიხედვით, დაიდგა [[1922]] წელს) და "ცისანა" (ს. ერთაწმინდლის სიუჟეტზე, დაიდგა [[1929]] წელს). ეკუთვნის აგრეთვე სიმფონიური ნაწარმოებები, რომანსები. დოლიძეს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ოპერა "ქეთო და კოტემ", რამაც იმავე [[1919]] პირველად დადგმულ [[დიმიტრი არაყიშვილი]]ს ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე" და [[ზაქარია ფალიაშვილი|ზ. ფალიაშვილის]] "აბესალომ და ეთერთან" ერთად ტრიუმფით დააგვირგვინა ქართული კლასიური ოპერის დაფუძნების პროცესი. სხვადასხვა დროს "ქეთო და კოტე" იდგმებოდა ყოფილი [[სსრკ]]-ის არაერთ საოპერო თეატრის სცენაზე. აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში. ოპერის წარმატება განაპირობა კომედიურმა სიუჟეტმა, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. კომპოზიტორი ფართოდ იყენებდა ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებსა და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. მისი ოპერის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი "ქეთო და კოტე" (რეჟისორი [[შალვა გედევანიშვილი]] და [[ვახტანგ ტაბლიაშვილი]], 1948).
სმინა მუსიკალური თეორიის დისციპლინების კურსი. ამავე წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში შექმნა სამი ოპერა: "[[ქეთო და კოტე (ოპერა)|ქეთო და კოტე]]" (ა. ცაგარელის "[[ხანუმა]]ს" მიხედვით, დაიდგა [[1922]] წელს) და "ცისანა" (ს. ერთაწმინდლის სიუჟეტზე, დაიდგა [[1929]] წელს). ეკუთვნის აგრეთვე სიმფონიური ნაწარმოებები, რომანსები. დოლიძეს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ოპერა "ქეთო და კოტემ", რამაც იმავე [[1919]] პირველად დადგმულ [[დიმიტრი არაყიშვილი]]ს ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე" და [[ზაქარია ფალიაშვილი|ზ. ფალიაშვილის]] "აბესალომ და ეთერთან" ერთად ტრიუმფით დააგვირგვინა ქართული კლასიური ოპერის დაფუძნების პროცესი. სხვადასხვა დროს "ქეთო და კოტე" იდგმებოდა ყოფილი [[სსრკ]]-ის არაერთ საოპერო თეატრის სცენაზე. აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში. ოპერის წარმატება განაპირობა კომედიურმა სიუჟეტმა, ადვილად დასამახსოვრებელმა, მელოდიურმა მუსიკამ. კომპოზიტორი ფართოდ იყენებდა ძველი თბილისის ქალაქური ფოლკლორის ინტონაციებსა და ყოფით მუსიკალურ ფორმებს. მისი ოპერის მიხედვით გადაღებულია კინოფილმი "ქეთო და კოტე" (რეჟისორი [[შალვა გედევანიშვილი]] და [[ვახტანგ ტაბლიაშვილი]], 1948).
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]]. [[თბილისი|თბილისსა]] და [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] არის მისი სახელობის ქუჩები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიქტორ_დოლიძე“-დან