ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
==პოლიტიკური კარიერა==
[[ინგლისი|ინგლისში]] ყოფნისას დაუკავშირდა მალავის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. [[1944]] წელს მიიღო აქტიური მოღვაწეობა [[მალავი|ნიასალენდი]]ს აფრიკული კონგრესის შექმნაში და მონაწილეობდა V პანაფრიკულ კონგრესში ([[მანჩესტერი]], [[1945]] წელი). [[1948]]-[[1953]] წლებში აქტიურად იბრძოდა [[როდეზიისა და ნიასალენდის ფედერაცია|როდეზიისა და ნიასალენდის ფედერაციის]] შექმნის წინააღმდეგ. [[1953]] წელს ფედერაციის შექმნის შემდეგ მიატოვა ინგლისი და ჩავიდა [[კუმასი]]ში (თანამედროვე [[განა]]), სადაც გააგრძელა სამედიცინო პრაქტიკა. [[1958]] წელს დაბრუნდა სამშობლოში და აირჩიეს აფრიკის ეროვნული კონგრესის პარტიის თავმჯდომარედ. [[1959]] წლის მარტში ნიასალენდში მომხდარი ბუნტის შემდეგ ბანდა და კონგრესის სხვა წევრები დააპატიმრეს, ხოლო კონგრესის მუშაობა აიკრძალა.
 
[[1960]] წელს ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა ციხიდან გაათავისუფლეს და შეუდგა აქტიურ მუშაობას კონგრესის აღდგენისათვისდა აღდგენილ პარტიას უწოდა [[მალავის კონგრესის პარტია]]. [[1961]] წელს პარტიამ გაიმარჯვა არჩევნებში, ხოლო [[1964]] წელს [[მალავი]]მ მოიპოვა დამოუკიდებლობა.
 
==საპრეზიდენტო მოღვაწეობა==